საპატრიარქოსთან აქცია უკვე დასრულდა. ტერიტორია უკვე დატოვეს, როგორც ,,სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლება". რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას იზიარებენ და საწინააღმდეგო პოზიციის მომხრეებმაც.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის დროს მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აქციაზე სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.