კაზინო „შანგრი ლა",-ში 2013 წლის ``ოქროს პერგამენტის`` ლაურეატების (წლის ადამიანები და კომპანიები) დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
2013 წელს ''ოქროს პერგამენტის'' ლაურეატები 11 ნომინაციაში დასახელდნენ, რომელთაგან 10 გამარჯვებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდა, ხოლო ერთ ნომინანტი ორგანიზატორმა - ახალი ამბების სააგენტო GHN-მა დაასახელა.
ტრადიციულად, ერთადერთი ნომინაცია, სადაც რესპონდენტებს მიეცათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, იყო «წლის ადამიანი», სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებული იყვნენ კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული გამოკითხვით შეირჩნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, სულ საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის GCG-ის მიერ გამოიკითხა 2735 რესპონდენტი.
ღონისძიოების გენარალური სპონსორი - კაზინო „შანგრი ლა", საინფორმაციო მხარდამჭერები: GHN, რუსთავი 2, ტვ3, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი" ,გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", "მთავარი.ინფო".
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები, ნომინაციების მიხედვით, გახდნენ :
წლის ადამიანი - საქართველოს ჯარისკაცი
წლის პოლიტიკოსი - ირაკლი ღარიბაშვილი
წლის ბიზნესმენი - ირაკლი კვერღელიძე (კომპანია «ორბი»)
წლის ხელოვანი - ნანა ექვთიმიშვილი და საიმონ გროსი - ფილმისთვის «გრძელი, ნათელი დღეები»
წლის ჟურნალისტი - გაბუნია გიორგი
წლის სპორტსმენი - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
წლის პროექტი - «The ვანოს შოუ»
წლის კომპანია - «Georgian Airways» და «პე-ეს-პე»
«საქართველოს ბანკი»
წლის ბრენდი - «ზედაზენი»
წლის კომუნიკატორი - «მაგთი»
საპატიო „ოქროს პერგამენტი" - თამარ გურჩიანი