25 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, დადიანის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრუპსკაიას, კუიბიშევის, ანდრონიკაშვილის, სარაჯიშვილის, როინის, ჭედიას, კაჭარავას, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ვარდოვანის, ჭრებალოს და სხვიტორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.