წლის ხელოვანი და 2013 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები ნანა ექვთიმიშვილი და საიმონ გროსი გახდნენ. მათ საპატიო ჯილდო ფილმისთვის «გრძელი, ნათელი დღეები» მიიღეს.
ნომიანციაში წლის ხელოვანი „ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატები იყვნენ - ბუნიათიშვილი ხატია, გურჩიანი თინა _ ფილმი «მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს» , ექვთიმიშვილი ნანა და საიმონ გროსი _ ფილმი «გრძელი, ნათელი დღეები», თავაძე დათა _ «ტროელი ქალები», თევდორაძე გუგა, კალანდაძე ელენე, კალატოზიშვილი კატო, მაზმანიშვილი დუდა, ნაკაშიძე გიორგი, რაჭველიშვილი ანიტა, ურუშაძე ზაზა _ «მანდარინები» , პატარაია დავითი , ჩარკვიანი მიშა _ «კატცერმახერი», ჩიღვინაძე ალექსანდრე _ პიესა «ქალაქის მერის ცოლის საყვარელი».
„ოქროს პერგამენტის" ლაურეატების გამოსავლენი გამოკითხვა, რომლის ორგანიზატორია ახალი ამბების სააგენტო GHN, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2735 რესპოდენტი.
დაჯილდოვების ცერემონიალი კაზინო „შანაგრი -ლა" ში გაიმართა.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.