მანამ ვიდრე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ
„ფორბსისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ როდის არის შესაძლებელი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
„ბურთი ახლა რუსეთის მხარესაა. ჩვენ მხად ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის, მაგრამ ჯერ ჯერობით, ვიდრე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია ეს შეუძლებელია.
ამ რესპუბლიკების გამოყოფა რუსეთის დახმარებით მოხდა. ახლა კი ჩემი აზრით ეს თავად რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და იმედი მაქვს, რომ რუსეთში ამას მიხვდებიან",_ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ჩრდილოკავკასია ძალიან რთული რეგიონია.
„მისი დიდი ნაწილი - რუსეთის ტერიტორიაა და მე არ უნდა გიყვებოდეთ თუ რა პრობლემებია იქ ყოველდღიურად.
იმედი მაქვს რომ კრემლი მალე მიხვდება, რომ საშინელება მოხდა და არა მხოლოდ რუსეთისთვის არამედ საქართველოსთვის.
ხოლო თუ რუსეთში ამას ვერ მიხვდებიან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ძალიან პრობლემატური იქნება.
მხოლოდ „ბორჯომისა" და ღვინის გამო ჩვენ ვერ შევრიგდებით",_ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.