„ოქროს პერგამენტის" მფლობელი და შესაბამისად 2013 წლის ბიზნესმენი „ORBI GROUP"-ის გენერალური დირექტორი. ირაკლი კვერღელიძე გახდა, რომელმაც აღნიშნული ტიტული ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად მიიღო.
წლის ბიზნესმენის ნომინაციაში ირაკლი კვერღელიძეს კონკურენციას ირაკლი გილაური («საქართველოს ბანკი»), გიორგი თავაძე («ჯი-ემ-თი») და სოსო ფხაკაძე («ვისოლი ჯგუფი») უწევდნენ.
სპეციალობით სამართალმცოდნე ირაკლი კვერღელიძე წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა, 2000-2002 წლები იყო საქართველოს იურისტთა ასოციაციის კონსულტანტი, ასევე სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის ადვოკატი და ბათუმის აკადემიური გიმნაზიის სამართლის პედაგოგი. 2004 წელიდან ირაკლი კვერღელიძე შპს"რუხაძე და კომპანიის" იურიდიული დირექტორია, ხოლო 2005 წელიდან კი ბათუმის ნავთობის ტერმინალის იურისტი, სამშენებლო კომპანია"ანაგის" იურიდიული სამსახურის უფროსი და კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსის" იურისტი. 2006 წელიდან ის მუშაობას იწყებს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ORBI GROUP"-ის
იურისტად, ხოლო 2008 წლიდანდან არის „ORBI GROUP"-ის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ თავად „ORBI GROUP"-მა საქმიანობა სამშენებლო სფეროში 10 წლის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით დაიწყო. დღეისათვის კი საქართველოში ლიდერი სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქვეყანაში არაერთი ინოვაცია დაამკვიდრა. „ORBI GROUP"-მა ჯგუფმა პირველმა განახორციელა ინოვაციური პროექტი - სასტუმროს ტიპის სახლების, ანუ აპარტ-ოტელების მშენებლობა. ეს გახლავთ პრემიუმ კლასის კომპლექსები ბათუმის სანაპირო ზოლში და ბაკურიანში. მათ შორისაა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აპარტოტელი სასტუმრო ნომრების მიხედვით- Orbi Residence.
„ ORBI GROUP"-ის ექსკლუზიური შეთავაზებით აპარტამენტების მფლობელი კომპანიის ბიზნეს-პარტნიორი, შეძენილი ფართი კი შემოსავლის წყარო ხდება.
კომპანიამ თავისი წარმომადგენლობები უკვე გახსნა ნიუ-იორკში, მოსკოვში, კიევში, თელ-ავივსა და აშდოდში. კლიენტები კი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ჰყავს. მათ შორის არაერთი ცნობილი სახეა.
„ORBI GROUP"-ი მშენებლობის პროცესში მსოფლიო ბრენდებთან ერთად იყენებს საკუთარ ადგილობრივ წარმოებას-კომპანიას აქვს რეგიონში უმსხვილესი ბეტონისა და ქვის სამხვრევი ქარხნები, ასევე ქარხანა "ORBI 2000", რომელიც ევროპული სტანდარტების მეტალოპლასმასის კარებსა და ფანჯრებს ამზადებს.
„ORBI GROUP"-ი უამრავი საერთაშორისო გამოფენის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელია. წარმოებაში ინოვაციების დანერგვისა და ხარისხში ლიდერობისთვის კომპანიას 2013 პარიზში საერთაშორისო ვარსკვლავი , ხოლო ჟენევაში 5 კონტინენტის ჯილდო გადაეცა.