ქართველებისათვის კარგად ნაცნობმა ოსმა სეპარატისტმა ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსია წიგნი დაწერა სახელწოდებით - „ქართველი ჟამთააღმწერლები და ისტორიკოსები სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შესახებ". წიგნის პრეზენტაცია ჩრდილო ოსეთში გაიმართა. ამ წიგნს სეპარატისტებმა „პატარა ატომური ბომბი" უწოდეს, რომელიც ყველა ოსურ ოჯახში უნდა იყოს".
„წიგნში შეგროვებულია ცნობილი ქართული ისტორიული წყაროები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსური ეთნოსის ავტოქტონიობას ადასტურებს",_ წერს ოსური მედია და აღნიშნავს, რომ ამგვარი კრებულის გამოცემის მიზანია „ამხილოს თანამედროვე ქართველი ისტორიის გამყალბებლები, რომლებიც ცდილობენ მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ოსები, თავის მიწაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსულნი არიან", _ ამბობს თავის შესავალ სიტყვაში ბორის ჩოჩიევი.
მათივე ინფორმაციით, ქართველო ავტორების ნაშრომები წიგნში თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე.
პრეზენტაციაზე ოს სეპარატისტთა ლიდეროის ედუარდ კოკოითის წინამორბედმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პირველმა პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმა აღნიშნა, რომ ეს წიგნი ადრე უნდა დაწერილიყო, მაშინ როდესაც საქართველო და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კონფლიქტის მოგვარებისათვის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდდნენ.
„მაშინ რომ ეს წიგნი გვქონოდა უგრო ადვილად დავამტკიცებდით ჩვენს სიმართლეს", - განაცხადა ჩიბიროვმა.
წიგნის რედაქტორმა, ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა აღნიშნა, რომ მართალია წიგნი ახლახანს გამოჩნდა, თუმცა მას უდიდესი ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
„არ არის რა პროფესიონალი ისტორიკოსი, ბორის ჩოჩიევს მოჰყავს შუასაუკუნეების ქართული თხზულებები, ქართველი მეცნიერების მონაცემები, მოყავს ამონარიდენი მათი შრომებიდან და ყოველივე ეს ნათარგმნია რუსულ და ინგლისურ ენებზე ყოველგვარი კომენტარის გარეშე, იმისათვის, რომ მკითხველმა დასკვნა თავად გამოიტანოს",_ განაცხადა ჯიოევმა.
მასალის გამოყენების პირობები