თბილისის თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით 5 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სპორტული ღონისძიება Tbilisi Triathlon Challenge 2017. აღნიშნული შეჯიბრი აერთიანებს სპორტის სამ სახეობას ცურვას, ველოსპორტს და სირბილს. საქართველოში მს...
პარი სენ-ჟერმენმა ნეიმართან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ამის შესახებ გამოცემა rmcsport იტყობინება. მანამდე ბრაზილიელმა ფორვარდმა "ბარსელონასგან" საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა "პსჟ"-ს უეფას ფინანსური კანონმდებლობა არ დაერღვია. ნეიმარმა ფრანგულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი დადო. მისი&nb...
ალექსეი ნავალნი კიდევ ერთხელ დააჯარიმეს. ანტიკორუფციული ფონდის ლიდერს ბრალი მიტინგების ჩატარების წესის დარღვევაში დასდეს. მოსკოვის სიმონოვის სასამართლომ ოპოზიციონერს 300 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. ნავალნი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
რუსეთის პრეზიდენტი კი შორეულ აღმოსავლეთში იმყოფება. ბურიატიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მას კითხვა დაუსვა, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. კითხვაზე, სურს თუ არა მას კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობა, პუტინმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე იფიქრებს. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში ...
[დავით სერგეენკოს განცხადებიდან] ჩვენ გავიგეთ ჯერ ერთი, რომ რუსეთი არ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, მეორე ის, რომ თურმე ე.წ. ცხინვალის რეგიონს ე.წ. სამხრეთ ოსეთს აქვს საზღვრები და მესამე ის, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ და კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონა...
სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის კავშირებს იძიებს, ნაფიც მსაჯულთა ჟიური მოიწვია. ამის შესახებ „ვალ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება. დიდი ჟიურის მოწვევით მიულერს საშუალება მიეცემა, მოწმეები დაიბაროს. ნაფიც მსაჯულთა კოლეგია შეაფასებს, თუ რამდენად სერიოზულია მ...
ნიკოლა სარკოზი კატართან კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი. გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აქტიური როლი ითამაშა ციურიხში 2010 წელს გამართულ კენჭისყრაში, სადაც გადაწყდა, რომ 2022 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი კატარში უნდა ჩატარდეს. ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ამისთვი...
ბერლინში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი სეზონური წვიმის შედეგად ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონები დაიტბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ზელენდორფის რაიონს მიაყენა. წყალდიდობის შედეგად საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
დუბაიში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამოქალაქო თავდაცვის სამსახური იტყობინება. ხანძარი ქალაქის ცენტრში მდებარე ტორჩის ცათამბრჯენს გვიან ღამით გაუჩნდა და ასობით კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. შენობიდან ადამიანების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმა...
წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5009 სამშენებლო ნებართვა გაიცა. როგორც „კომერსანტი“ წერს, აქედან ყველაზე მეტი ნებართვა თბილისზე მოდიოდა: თბილისი- 2360; აჭარაში - 589 ; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 280 ; ქვემო ქართლი - 639. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 3247 ნებართვა გაიცა ს...
”შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება.მისი წარდგენის ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართება. თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. მის სახელს უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც 2013-2...
კორპორაცია "Google- უკრაინის" ბიზნესისა და საცალო ვაჭრობის ხელმძღვანელმა დიმიტრი შილუკმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის შესახებ ანგარიში გააცნო. Google-ის წარმომადგენელი კამპანიას წარმატებულად აფასებს. კორპორაცია Google-თან ტურ...
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა. 2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% (301 557 ვიზიტორი) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ვიზიტორი) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზ...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ახალი, შვიდ ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში, ყოფილი 183-ე ბაღის მიმდებარედ შენდება, სადაც ახლა 90-იან წლებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. პროექტისთვის 2 700-მდე კვადრატული მეტრი ტერიტორიაა გამო...
HomePod-ის მიკროკოდი გაცილებით მეტ საიდუმლოს შეიცავს, ვიდრე ჩვენ გვგონია. დეველოპერებმა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს iPhone 8-ში. კოდში მითითებულია ფუნქციები, რომლებიც დაკავშირებულია ტელეფონის კამერასთან. როგორც ირკვევა, ორივე კამერას შეეძლება ვიდეოს გადაღება 4k ფორმატში, წამში 60 კადრი სიჩქარით. ...