საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრე...
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” საპარლამენტო უმცირესობის ,,ევროპული საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა და აღიარებს, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს 18 იანვრის 9-საათიან კურიერში შეცდომა გაიპარა. "კვლევის პოლიტიკური ნაწილი ...
2018 წლის საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 34,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტულონში განაცხადა, საიდანაც საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს მიმართა. მისივე თქმით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების განახლებას მოხმარდება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ანდრეი ბაბიშს სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნეს. ბაბიშთან ერთად სადეპუტატო იმუნიტეტი მისმა თანაპარტიელმა იაროსლავ ფალტინეკმაც დაკარგა. პოლიტიკოსები ფინანსურ თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიება მათ წინააღმდეგ 2015 წლიდან გრძელდება. საქმე ბაბიშის კომპანიის მიერ ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook – Eurasia. დაგეგმილია ...
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლა მანშის სრუტეზე სატრანსპორტო ხიდის აშენების ინიციატივით გამოდის. ხიდის მშენებლობა მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შესთავაზა. დღეისათვის საფრანგეთსა და ბრიტანეთს მხოლოდ სარკინიგზო გვირაბი აკავშირებს.
ივანიშვილს საქართველოში სააკაშვილის ნებისმიერი ფორმით ყოფნის ეშინია, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ ,,საზოგადოებრივის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „სააკა...
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძე თანამემამულეებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმე...
სიმსივნის დიაგნოზის დასმა სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით გახდება შესაძლებელი. ანალიზი, რომელსაც CancerSEEK-ი ჰქვია, ცვლილებებს 16 გენში ეძებს, რომლებიც სიმსივნის არსებობის შემთხვევაში მომატებულია. ტესტი 1 005 პაციენტზე გამოსცადეს, რომლებსაც საკვერცხეების, ღვიძლის, ფილტვის, მუცლის, საყლაპავი მილის, პა...
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ევსაუბრე, ის თავს დამანაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. ის ახლა სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უნდა გადმოიყვანონ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დაკავებული მომღერალის, საბა სამუშიას ადვოკატმა, ირმა შალამბერიძემ. რაც შეეხება სამუშიასთვის ბრალის დამძიმებას, როგორც...
“ხელისუფლების წარმომადგენელთა სუსტმა პოლიტიკამ და ბიზნესის წინაშე მათმა სრულმა მორჩილებამ, მშენებლობაზე დასაქმებულთა დაღუპვა ჩვენი ქვეყნის ყოველღიურობად აქცია“, - ამის შესახებ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ...
მიჭირს დაკავშირება ჩემი შვილის დაკავებასა და რუსთავის მერიიდან ჩემს გამოშვებას შორის, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქუთათელაძეს მხოლოდ გამარჯობით იცნობდა. რუსთავში ბაზარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე, ალექსანდრე კვახაძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს ...
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 100,4% შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდ 472.6 მლნ ლარით, 14.3%-ით აღემატება. „ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თა...
სირიაში გერმანელი რეპერი დენის კუსპერტი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა "მირორი" იტყობინება. კუსპერტი, იგივე დესო დოგი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 17 იანვარს დეირ ეზ ზორში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა. დესო დოგი, რომელ...