თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3-სა და ფურცელაძის N18-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგ...
თურქეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტების წინასწარი ჯავშნის ღირებულება 10-15%-ით გაძვირდა. ტურისტულ სააგენტოებში განმარტავენ, რომ გასულ წელთან შედარებით წინასწარ ჯავშნებზე ფასები საკმაოდ მომატებულია და დღეისათვის წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში 1-კვირიანი პაკეტის ღირებულების საშუალო ფასი 500 დო...
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურორების რეპლიკის მოსმენა არ ისურვა. მან სასამართლოს სთხოვა დარბაზიდან გასულიყო და მხოლოდ მის საბოლოო სიტყვაზე შემოსულიყო. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი მიმდინარეობს. მხარეები რეპლიკის ეტაპზე არიან.
დოდო გუგეშაშვილს ჰემორაგიული შოკი ჰქონდა და სუნთქვის უკმარისობა, ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუგეშაშვილის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე. ...
"რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მიუხედავად, 2011 წლის ხელშეკრულების განხორციელებით, რომელიც ეხება “საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს”, ქართული მხარე მიიღებს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ლეგ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის...
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა უკვე დაიწყო. ''დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ ვისარგებლებთ რეპლიკის უფლებით. როგორც მოგეხსენებათ წინა პრიცესზე დაცვის მხარე წარსდგა თავისი დასკვნითი სიტყვით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს იყო ნამდვილად დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული. უფრო მეტიც იქ იყო არაერთი ტყუილი გაჟ...
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 2...
შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს."დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადეს კლინიკაში.ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მი...
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად, სამხრეთ კორეაში, თავისი და კიმ ინ ჩენი გააგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კიმ ინ ჩენი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის კიმ ირ ჩენის უმცროსი ქალიშვილია. ბოლო წლების განმავლობაში მისი პოლიტიკური გავლენე...
საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს დღეს სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა. ივანე ჯავახიშვილის...
ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ამის თქმა, რომ პირი [რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა] იცნობდა ოჯახს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ახალგაზრდა მამა...
თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული. დღეს მხარეები სასამართლოს წინაშე რეპლიკებით წარსდგებიან. ამის შემდეგ თავად მსჯავრდებული დეკანოზი მამალაძე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. „ერთი წელი გავიდ ამას შემდეგ რაც ყოვლად უსაფუძვლო უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნაა მამა გიორგი მამალაძის მიმართ. დღე...
7 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 117 350 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.390 პროცენტით,...
7006 ავტოსატრნსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ძირითადი დარღვევები იყო სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, ფარების გაუმართაობა, საბურავები და საჭის მართვის მექანიზმი. შეგახსენებთ, ...