ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-11 სართულიდან ქალი გადავარდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დღეიდან ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი“ კამერები დააჯარიმებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ ...
14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება. ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ. კალანდა ძირითადად, გურულ ტრადიციად მიიჩნევა, თუმცა დღესასწაული საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება და ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. 14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავ...
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ნაყოფიერების ღვთა...
დღეს, 14 იანვარს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. ასევე აღინიშნება სამოქალაქო (ძველი სტილით) ახალი წელი. წმინდა სახარების მიხედვით, 8 დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, სადაც ებრაული ტრადიციისამებრ წინადაცვეთის წესი შესრულდა და ყ...
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი ავტომობილში იმყოფებოდნენ. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.შემთხვევის ადგ...
მოსკოვი გმობს და პროვოკაციულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის გეგმებს, ააშენოს ახალი სამხედო ბაზები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და კარიბის რეგიონში. რუსეთი მზადაა საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად თუ მისი სახელმწიფო ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცია...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი ...
ხვალ, 14 იანვარს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე იმსჯელებს. “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკ...
ხვალ, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრები...
გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად სიმძიმისა, ის უფალს მადლობას სწირავს."დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი რო...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება. "დაგეგმილია საქართველოს ...
პრეპარატ „ტამიფლუს" გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო. მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში: ქ. ბათუმი აფთიაქი „ფარმადეპო" მის: ინასარიძის ქ. N14 აფთიაქი „ჯი-პი-სი"მის: გორგილაძის ქ. N66 აფთიაქი &bdq...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ბ.ი. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამარ...