საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ98 დიზი-ლახამულას მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
5-7 მარტს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართა, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ვალენსიის მერთან, ვალენსიის ავტონომიის კორტესის თავმჯდომარესთან, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, 5 მარტს საქართველოს დელეგაცია...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე - ს.ქ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ...
თბილისში, დედოფლისწყაროს ქუჩაზე, ბარაკული ტიპის სახლის კედელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ცნობით, დიდ დიღომში, ხატაეთის ქუჩაზე, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა აყრილი თუნუქის ფურცლები მოხსნა. ამ დროისათვის საფრთხე მოხსნილია. საგა...
„დასკვნა დასრულდა, პროგრამულად აიტვირთა, რომელსაც ხელს ორშაბათს მოვაწერ, რადგან სამხარაულს თავისი პროცედურები აქვს. ეს არის პირველადი ექსპერტიზა, რომელშიც გარდაცვლილის სხეულზე ნანახი დაზიანებების აღწერაა და სიკვდილის მიზეზია დადგენილი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დამოუკიდებელმა ექ...
საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშა წარმატებით ვითარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხოელი გემთმფლობელის საკუთრებაში არსებული კიდევ 2 გემი დაარეგისტრირა. გემის სახელი: KAPITAN RUSAK გემის ტიპ...
მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობა დაგორებულ ლოდს ჰგავს, მთიდან რომ დაგორ...
8 მარტს, თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. კონცერტზე კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვამ, 12 წლის თათია მგალობლიშვილმა, 13 წლის ბარბარე ჩხაი...
ასე ჩვენ აფხაზ ხალხს შეიძლება ვესაუბროთ და არა აგრესორ და ოკუპანტ უცხო სახელმწიფოს, - ასე გამოეხმაურა "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას.მისი თქმით, ქვეყანამ თავი არ უნდა ჩაიყენოს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან...
თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, 2018 წლის 19-24 მარტს, ქართველი ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მენეჯერები ნიდერლანდებში 5 დღიან სას...
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, ლიტვის მხრიდან დახმარების საკითხი განიხილეს. თბილისის მერია მდინარე მტკვრის მიერ მყა...
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის წამყვანი მეცნიერების დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი შეაჯამეს. აშშ-ის წამყვანმა სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის სტრატეგია და გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მავნებე...
მგლის თავზე სახარების კითხვით და ასეთი წერილებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება., - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას. მისი თქმით, საქართველოს ქვეყნის გარეთ და შიგნით თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება, გრძელვადიანი პოლიტიკა კ...