97 წლის წინ, 24 სექტემბერს, გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი 1920 წლის 13 სექტემბერს დაიწყო და რუსეთის იმპერიისგან თავდახსნილი ქვეყნის დამოუკიდებლობა პირველმა არგენტინამ აღიარა. საბჭოთა რუსეთიცა და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს ...
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდე...
"თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის" ინფორმაციით, დღეს დილით ცხვარიჭამიის ნაკრძალი-თავშესაფრიდან ელექტრო ღობის ქვეშ მგელმა, რომელიც ორი დღის წინ თავშესაფარში ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიყვანა, გვირაბი გაიყვანა და გაიპარა. მათი ინფორმაციით, მგელი ადამიანთან კომუნიკაც...
საქართველოს იუტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები დღეს ანიმაციური ფილმების პროგრამით გაიხსნა. დღესვე, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა". რეჟისორი: სიმონ ლავუა. 2017.ეროვნული არქივის კინოთეატრი 23-25 ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება ტრანსატლანტიკური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინ...
ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი, ის ყოველთვის არის საქართველოს მხარეს შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევებში ხელისუფლების ოპონენტი, თუ ფიქრობს, რომ ხელისუფლება და ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა რაღაცაში სცდება მის ხედვას, მაგრამ ის არასდროს იქნებ...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. როგორც დღეს ცენტრალუ...
დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. „აქ გზა ფაქტობრივად არ არსე...
თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა...
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს ღვინის ახლადგახსნილ საწარმოში გაეცნო. მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოშო კომპანია "ასკანელების" ახ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და ამ დროისთვის კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.მან სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას იმედი გამოთქვა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი მომავალშიც არ იქნება მიღებული. „ჩ...
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის 2, ყირგიზეთის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთი დაშავებული 14 წლისაა.დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათი განცხადებით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანს ესტუმრა.ახალგაზრდა მეღვინე, თორნიკე ჩუბინიძე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს, „შეღავა...