გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 – 31 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება. 30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრ...
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს დააკავებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უასფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალე...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას "ტვიტერის“ ქსელით ეხმაურება. "შენი მოკავშირეები აჩვენებენ იმას, თუ ვინ ხარ შენ. დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მკვლელობით,“ – წერს პრ...
30 მაისს საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს განიხილავს."გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური."30 მაისს, 11.00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო გა...
30 მაისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.4717 ლარია, ევროს 2.8536 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5333 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.2728 ლარია.
საქართველოს 30-31 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. 30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. პრემიე...
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ ალან პილუსთან ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა. შეხვედრა გაერთიანელ სამეფოში, ლონდონში...
სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე დიპ...
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის არჩევნების დასრულების შემდეგ გერმანიაში მიიწვია. არჩევნები თურქეთში 24 ივნისს ჩატარდება. განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. "ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ ელოდება ჩვენს პრეზიდენტს არჩევნე...
ვგმობთ სირიის გადაწყვეტილებას, ამას დიდი გამოხმაურება მოყვა ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე&nb...
ლიეტუვა უმკაცრესად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს. მისი თქმით, მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ მორიგი უხეში დარღვევის უკან დგანან,...
საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ისე, როგორც ამას აშშ და თანამეგობრობის ყველა წევრი აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის...
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატები ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნ...
აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად განიხილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიცაა მსოფლიო ბ...
ჩვენი პოზიცია არის ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონის სრული და შესაბამისი სიმკაცრით დასჯა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ. მისი განმარტებით, ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში ყველა ის მტკიცებულება მიმოიხ...