კვლევის თანახმად, რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან. ამასთანავე, გამოკითხულთა, დაახლოებით, მესამედი (32%) თვლის, რომ მოსამართლეები საქართველოში სამართლიანები არ არიან, ხოლო მათ პროფესიონალიზმში ეჭვი გამოკითხულთა 22%-ს ეპარება. რაც შეეხე...
ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე დაზიანებული კატალპები ექვსმეტრიანი მინდვრის ნეკერჩხლებით იცვლება. ხეების დარგვის პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, კატალპები, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო, არსებული ურბანული კლიმატისთვის შესაბამისი არ იყო, რამაც...
საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები ორ კვირას გაგრძელდება. საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება. დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 2019 წლის 14 იანვარს განახლ...
მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციაში მუშავდება პრემიერ-მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვის ...
ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე სამხედრო. ისინი ჩხობაძის ს...
სავარაუდოდ, საბოლოოა, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამაზე იყო შეთანხმება და შემდეგ ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა. დღევანდელ შეხვედრაზე ადგილმდებარეობის შეცვლა არ განიხილებოდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მი...
5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6733 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0305 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0571 ლარს შეადგენდა.შ...
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს. მოცემულ პიზიციაზე არჩეული პირის მანდატი ორწლიანია, ხოლო დირექტორატი 5 წევრისაგან შედგება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა...
9 დეკემბერს “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” დასაქმების ფორუმს აწყობს, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე სასტუმროს ადმინისტრაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს თავისი პროფესიული საქმიანობა სტუმართმოყვარეობის დინამიურ სფეროში განაგრძოს. დაი...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა. მან სამძიმარზე მიხეილ სააკაშვილისგან ყვავილების თაიგული მიიტანა. „ძალიან დაგვაკლდება როგორც მეგობარი, როგორც თანებრძოლი, დაგვაკლდება პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც. მიშასგან გვირგვინი მოვიტანე, რომელზეც აწერია: „მი...
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს. მოცემულ პიზიციაზე არჩეული პირის მანდატი ორწლიანია, ხოლო დირექტორატი 5 წევრისაგან შედგება. გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი...
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „ტურიზმის სექტორის გამოწვევები“ ჩატარდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, დედაქალაქში ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის სხვად...
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდა 4.5%-დან 5%-მდე გაიზრდება. პროექტის მიხედვით, 240 მლნ ლარი დაემატება 2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმას. კორექტირება მოხდება ასევე, ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრების.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს, რომელსაც დიმიტრი გაბუნიამ უკვე დაუდასტურა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენა. დიმიტრი გაბუნია, როგორც ცნობილია, ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.
პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ლაშა ჟვანია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ...