საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში რელიგიის თავისუფლების შესახებ. მინისტერიალში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პატრონ...
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,1 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 404,94 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 2,3 მლნ ბარელით და შეადგინა 233,5 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 0,10 მლნ ბა...
თურქეთში, ანტალიაში 17 და 19 წლის ქართველი ტურისტები მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მოგვიანებით ...
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი, რომელიც თიბისის ინიციატივით წელს პირველად ტარდება, დასკვნით ეტაპს უახლოვდება. უკვე ცნობილია პროექტის ფინალისტების ვინაობა. ისინი კონკურსის ჟიურის წევრებმა მას შემდეგ გამოავლინეს, რაც გუნდებმა საკუთარი აპლიკაციის სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას - „მწვანე ეკონომიკას“ წარადგენს. მთავრობის „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი ხვალ ისაუბრებს. გარემოსდ...
დღეს, 27 ივლისს, 11:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ,,Ch...
27 ივლისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.4526 ლარია, ევროს 2.8725 ლარი.თურქული ლირის კურსი 0.5087 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.2325 ლარია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფელ ხაიშში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებე...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულთა შემოწმების დღეს მოქმედი პროცედურა. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე- „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულები...
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაკითხვების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ახალი გარემოებები გამოიკვეთა, – ამის შესახებ კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, გამოვლენილი ახალი გარემოებების შესახებ შსს-ს უკვე აცნობეს. „ჩვენ კვირების განმა...
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობ ქეთი ქიტიაშვილსა და ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერს, დავით სუმბულაძეს შორის დავამ, შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს. როგორც მსახიობი განმარტავს, ის დასასვენებლად შეკვეთილში იმყოფებოდა, სადაც მან სასტუმროს მიერ უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, ტრავმ...
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლოს თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ კონტექსტს სცილდება....
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4526 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.4492 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში - 0.34 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8725 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8641 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილება...
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის კოდექსი მთავრობაზე იქნება წარდგენილი.“ტყეზე არაერთხელ გვისაუბრია და ვამბობდით ყოველთვის, რომ ტყის მდგრადი მართვის სა...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაიში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა. მათი ცნობით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი. მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე არ გავრცელდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკ...