საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება და სასჯელის სხვადასხვა სახე განისაზღვრება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამის შესახებ შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადდა. „ს...
5 სექტემბერს ფოთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.„მამაკაცი გადმოყვანილ იქნა...
თიბისი ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება. მემორანდუმი თიბისი ბანკს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო სააგენტოსა და „ეროვნულ საშენ მეურნეობას" შორის უკვე გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკ...
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაულის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა დამკვიდრდება. „ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტუ...
თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურს მოუწოდებს, მუნიციპალური პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალური პარკინგის ზონას მოქალაქეები ხშირად ეკონომიკური...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგი განახორციელონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმ...
2017 წლის მონაცემებით, მინიმუმ 3 საათიანი დაგვიანების „მსხვერპლი“ 1.3 მლნ ბრიტანელი ავიამგზავრი გახდა. 2017 წლის მაჩვენებლებით, დიდი ბრიტანეთის ავიაბაზარზე ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად easyJet-ი დასახელდა, რომელმაც შესრულებული ავიარეისებიდან 2618 რეისი დაგვიანებით განახორციელა. Ryanair-ის ბალანსზე 1...
საზოგადოების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. შესაბამისი პეტიცია დღეს გავრცელდა, სადაც ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი, 200 ლარით დაჯარიმდებ...
ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან - ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018 -ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან. ამ დოკუმენტების თანახმად...
ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს “Georgia International Maritime Forum 2018” მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვაო ეკონომიკის მნიშვნელობასა და ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქვეყნის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან გამართა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა დუალუ...
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გოგიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ლაშა გოგიას ოპონენტები ნეპოტიზმისა და ტენდერებში მისთვის მისაღები კომპანიების შერჩევის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. შეგახსენებთ, ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის 22 ოქტომბერს ...
სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირ...