ბათუმში Cbonds–ის კორპორატიული ობლიგაციების კონგრესი გაიმართა. კონგრესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ დსთ-ს, უკრაინის, ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნების კაპიტალის ბაზრების მონაწილეები და სხვა განვითარებადი ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლები. კონგრესის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო ...
2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი...
2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, იმპორტის მოცულობამ 885.8 ...
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს (...
უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი ავიაბაზარზე დაბრუნდა. უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანიას, 7 ივნისს შეჩერებული, ექსპლუატანტის სერტიფიკატი აღუდგინა. სერტიფიკატის აღდგენის შემდეგ კი YanAir-მა პირველი ფრენა კიევიდან ბათუმის მიმართულებით შეასრულა. YanAir-ის მიერ ფრენების აღდგენაზე პირველი ინფორმაცია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლ...
სურსათის ეროვნული სააგენტო აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ატარებს. საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფა...
ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ამის შესახებ, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ, თბილისში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ განაცხადა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰ...
ვიზიტორებს მტირალას ეროვნულ პარკში კიდევ ერთი ახალი ტურისტული ატრაქცია - „თოკების პარკი“ ელოდება. პარკი ორ მარშრუტს აერთიანებს და მისი სარგებლობა ვიზიტორს 15-20 ლარად შეუძლია. „თოკების პარკი" ეს არის გასართობ-შემეცნებითი ატრაქცია, რომელიც შედგება თოკებისგან, ხის მორებ...
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, "გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში" მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა, აღნიშნულის შსს-ს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი ...
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 21, 22, 23 და 24 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: 21, ...
19 ივნისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7664 ლარია, ევროს 3.0995 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.4741 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.4682 ლარია.
ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, მაგრამ ისინი გეი აღლუმს ვერ ჩაატარებენ, - განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მისი თქმით, სატანა ვერ იზეიმებს საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანა. “დღეს თითოეული ჩვ...
„პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. „იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ არსებობს, ან თუ არსებობს, სადღაც გვამური ლაქები აქვს, ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს, ამ ყველაფრით, შეიძლება ანტისა...
ლევან ვასაძე და არც მისი პარტნიორები არ არიან ქართული სახელმწიფოსთვის დიდი მოღვაწეები... ეს არის რუსეთის სპეცრაზმი საქართველოში, - განაცახადა გადაცემა „არჩევანში“ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა. მისი თქმით, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები ხელისუფლების...
„ხელისუფლების ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას, ამის შემდეგ ყველაფერი არის დეტალები,“ - ამ განცხადებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე თბილისის პრაიდის დაგეგმილ ღონისძიებას. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაშ...