1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ...
აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის "რედკოს" ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და ...
თბილისში, უჯარმის ქუჩაზე, 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები....
ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი კი ევროპაში 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსი...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, ენერგოპროექტი შუახევი ჰესი დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევი ჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გა...
კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებდა. ბოლო მგზავრობა მან რუსეთიდან შეასრულა. გზად აიყვანა მგზავრი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამ ინფიცირებულის კონტაქტებს გაყვნენ ეპიდემიოლოგები, რის შემდეგაც მძღოლი იზოლაციაში იყო. ინფიცირებული დედოფლისწ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს. „ჩემთვის დიდი პატივია და საა...
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. "პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებ...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 605 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 783 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12....
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მარცვლოვანი კულტურების მოსავლის და სასილოსე მასის აღების სამუშაოების შესასრულებლად "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" ტექნიკა სრულ...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ზვიად შალამბერიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში აღნიშნავს, პოლიციელები არიან ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება და ეს ნათლად გამოჩნდა ახლაც - კორონავირუსის პანდემიის პირობებში. "ყვ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. მისი თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან, 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანიდან, 4 ე.წ. "საბურთალოს კლასტერიდან", ხოლო 4 - საკარანტინო სივრცე...
კერძო სექტორი ტურიზმის გახსნისთვის საჭირო რეგულაციების შექმნაში მაქსიმალურად იყო ჩართული. გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე თამრიკო სიხარულიძე ამბობს, რომ არსებული ვითარება ბიზნესს უბიძგებს იყოს ფრთხილი და დივერსიფიცირებული, ციფრული ტექნოლოგიების მხრივ მეტად განვითარებული. "...