საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „ვფიქრობ, გავა დრო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გამოსული, მიხვდება, რომ არავითარი ანტიევროპული, მით უმეტეს, არავითარი შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის არ ხდება“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგა...
„ეს დედაბერი, ჩვენთან რომ არის, კაცმა არ იცის, რეებს კადრულობს, ეს სამარცხვინო ქალი რა, საქართველო მაგისი სამშობლო არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ იმ ქვეყანასაც, რომელსაც წარმაოდგენს, საფრანგეთს, იმასაც თავს ჭრის“, - განაცხადა მთავრობის პროპაგანდისტმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს პრეზიდენტ სა...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადადო. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1 დეკემბერის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია ბილეთების მფლობელების...
საქართველოში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტს საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. "საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების შესახებ ...
დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. "ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფ...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აქციების დარბევის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ევროპას მოუწოდებს "გაიღვიძონ". მისივე თქმით, ის რაც ხდება ევროპული იდეალების განადგურებაა. "ის რასაც ეს რუსი მარიონეტები მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ, თბილისის ქუჩებში, ევრ...
ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. მარიამ ჯანელიძე, რომელიც ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობ...
გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე. პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც. დემონსტრანტთა დარბევისა და მათ...
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი. „მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველებ...
უნდა დავასანქციროთ რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები, მათ შორის ივანიშვილი - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თვმჯდომარე ჯო უილსონი. "რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები უნდა დავასანქციროთ, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მათი სუვერენიტეტს ართმევენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მთავრობის მიერ ევროკავშირში გ...
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე კიდევ ერთხელ ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. "გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ამაღამ ხელისუფლება ავიწროებს და თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს. ერთ-ერთი სწორედ ე...
რეჟიმი დაიღლება და დაემხობა, ყველა ვარიანტში. ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ეს არ არის პოლიტიკოსების აქცია, ეს არის პატრიოტების, ქართველი ხალხის აქცია, რომელთაც აქვთ თავიანთი განსაზღვრული გზა თავიანთი წინაპრების მიერ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნია გვარამიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. ...
მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი. ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, რატი თვალავაძე წერს. "მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი. ვტოვებ თავდაცვის ძალებ...