მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად. ინფორმაციას სიდნეის უნივერსიტეტის პრესსამსახური კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროფესორ კრის დიკმანის ცნობით, 800 მლნ-ზე მეტი ცხოველი სტიქიას ახალი სამხრეთ უელსის შტატში ემსხვერპლა, მთელს ქვეყანაში კი დაღუპული ცხოველების რაოდენობამ მილიარდს გადააჭა...
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება საქართველოს და რუსეთის მთავრობების ინტერესებშია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. "მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ემტერება ანაკლიის პროექტს. ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ერთს საუბრობდა, მაგრამ, ...
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, გარდა ამის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპო...
მაღალმთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 15 სმ აღწევს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 50 სანტიმეტრამდეა თოვლი კურორტ გოდერძიზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი. თოვლს ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია. ...
უკვე ცნობილია იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების სია, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარდგებიან. ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეული „ევროპული კინოს პრომოუშენმა“ (EFP – European Film Promotion) გამოაქვეყნა, გადაწყვეტილება კი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერ...
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის" 92-ე ცერემონიალი წელსაც, გასული წლის მსგავსად, წამყვანის გარეშე ჩაივლის. ინფორმაცია კინოაკადემიამ მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. "წლევანდელი ოსკარის ცერემონიალი გამოიყურება ამგვარად, ვარსკვლავები - დიახ, წარმოდგენები - დიახ, სიუ...
თეირანში ჩამოვარდნილი FlyUIA-ს კუთვნილი Boeing 737-800 NG მიწაზე დანარცხებამდე აალდა, აღნიშნულია ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშში. მათი მონაცემებით, ლაინერის ფრენის ტრაექტორია აჩვენებს იმას, რომ პრობლემის წარმოქმნისთანავე ეკიპაჟმა თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით მ...
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის გამო, 9 იანვარი გლოვის დღეს გამოცხადდა. ბორტზე უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა. სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშო...
ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ზამთრის კურორტებზე წლის დასაწყისში შექმ...
განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებად და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხ...
მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის, ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ...
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 8 იანვარს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სს...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია. ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება.
9 იანვარისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.8734 ლარია, ევროს 3.1972 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.4825 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.7693 ლარია.