თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხდა, რომ ანკარა ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არასდროს აღიარებს. მისივე განცხადებით, თურქეთი მომავალში ყირიმელი თათრების მდგომარეობას კვლავ დააკვირდება. "ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. უკრაინ...
ჰონგ-კონგის სამედიცინო დაწესებულებების ასეულობით პერსონალიც, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების გამო ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცა. რამდენიმე დღის წინ, ჰონგ-კონგმა შეზღუდა სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა ჩინეთთან, თუმცა მედიკოსები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და საზღვრები ...
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკ...
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) თებერვალში რამდენიმე მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია დროებით უარს ამბობს ბაქოდან ბერლინის, პარიზის და მილანის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე. AZAL-ში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მიმართულებე...
ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ პარიზში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბიუზენმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირებს შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნები...
2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა1 წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.9 პ...
ირანის ხელისუფლებამ, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 80 000 დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ უკრინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "ირანულმა მხარემ დაღუპულთა თითოეულ ოჯახს კომპენსაციის სახით 80 000 დოლარი შესთავაზა. ეს თანხა არის ძალიან ცოტა. ...
2 თებერვალს, ლონდონში BAFTA 2020 წლის დაჯილდოების 73-ე ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები დაასახელეს. გამარჯვებულთა ძირითადი სია წლის საუკეთესო ფილმი 1917 - გამარჯვებული ირლანდიელი ერთხელ ჰოლივუდში პარაზიტი ჯოკერი წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმი 1917 - გამარჯვებული ორი პაპი ...
თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, 7 ნომერში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. სროლა საცხოვრებელ სახლში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩაუტარდათ ოპოერაცია. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი...
ხვალ, 4 თებერვალს, მიმდინარე წლის პარლამენტში პირველი საგაზაფხულო სესია გაიხსნება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პარლამენტთან ხვალ დილიდან შეიკრიბებიან და პროპორციული საარჩვენოს სისტემის მოთხოვნით აქციებს დაიწყებენ. "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციაში სრული თანხმობ...
ჩინეთში, ქალაქ უხანში, 25 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საავადმყოფო, რომლის მშენებლობა 24 იანვარს დაიწყო, ორშაბათიდან უკვე პირველ პაციენტებს მიიღებს. საავადმყოფო 1000 პაციენტის მიღებას შეძლებს. უახლოეს დღეებში დასრულდება მეორე საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც 1600 პაციენტზეა გათვლილი. ამ დროისთვ...
სომალიში კალიების შემოსევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას სომალის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სომალისა და ეთიოპიაში კალიების ასეთი მასშტაბური შემოსევა ბოლო 25 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. როგორც იუწყებიან, კალიების ...
2020 წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. გ.ჯ. თავდაცვის სამინისტროს ქონ...
საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სთრათეჯი გრუფთან“ ხელშეკრულება განაახლა. „დარეგისტრირებული პირი საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა საკონსულტაციო მომსახურებით. დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებ...