ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ტელეფონით ესაუბრნენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. სატელეფონო საუბრის შემდეგ, კოშტამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმობილია საქართველოს მთავრობის ქმე...
პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, - ასე მიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს. „ბიძინა ივანიშვილო, რისი მიღწევა გინდა, ესენი ჩვენი ქვეყნის შვილები არ არიან? ეს ახალგაზრდობა, რომელსაც დასდევ შენი კრიმინალებით, პოლიციელების ფორმა რომ ჩააცვი, რ...
ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ.მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს. “მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯი...
გიჟი მამიდა სალომე ბოდავს, რომ სკამს არ თმობს, რადგან არჩევნებს არ აღიარებს. ამისთვის ხალხს ფანრების ბოძებზე კიდებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს. „საქართველოში არის მორიგი „ფერადი („ვარდების“, „ნარინჯისფერ...
პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაძაბულია. სპეცრაზმელები მომიტინგეების წინააღმდეგ ისევ იყენებენ წყლის ჭავლს. ადგილზე შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. პოლიციის მისამართით ისვრიან სხვადასხვა საგანსა მათ შორის კვერცხებს, ასევე პიროტექნიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. შსს-ში აცხადებენ, რომ შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წ...
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში X-ზე წერს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას. ეს აჩვენებს...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ ინფორმაცია შევიდა - მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ორგანიზაციის ადვოკატებმა იზოლატორებში. ...
ბალტიის ქვეყნები ეროვნულ სანქციებს უწესებენ მათ, ვინც ახშობს პროტესტს საქართველოში, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს. „ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში. დ...
საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუსთვის საქართველოს პირველ არხზე. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი.
დღევანდელი განცხადებები მანიშნებელია, რომ "ოცნება" დაბნეულია - არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი განცხადებები პრემიერის, კვირა დღეს, პრემიერის, მერე პარლამენტის თავმ...
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებზე შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყოს. ეს ზურაბიშვილმა ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ თქვა. ზურაბიშვილის თქმით, ახლა საკონსტიტუციო სა...
"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. ...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მივიდეს და ინტერვიუ მისცეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა. "მადლობელი უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა დაიბრუნებს თავის ნ...
პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს. პოლიციის ამ ქმედებას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ "საქართველო, საქართველო". პარალელურად, აქციის მონაწილეები სამართალმდაცველების მისამართით, პიროტექნიკის გამოყენებას აგრძელებენ...