რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვლიდან შეყვანილი ჯარების მესამედი დაკარგა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა იუწყება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუს სამხედროებს შორის საბრძოლო სულისკვეთება ისევ დაბალია, რაც უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს ხელს შეუშლის. ამის გარდა, დაზვერვის მორიგ ანგარი...
იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალსა და ფინალზე რუსული დაჯგუფებების კიბერთავდასხმები მოიგერიეს. პოლიციის მტკიცებით, ხმის მიცემისა და მონაწილეების გამოსვლის დროს, ნახევარფინალსა და ფინალზე სამართალდამცველებმა ქსელურ ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა აღკვ...
აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, რომელიც უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, აზერბაიჯანის ეროვნულმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა უკრაინას მისცა და არა დიდ ბრიტანეთს, როგორც ეს კონკურსის მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს. ევროვიზიის კონკურსის ფინალში თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ერთვ...
"ჩვენი სიმამაცე აოცებს მსოფლიოს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას!" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის გამარჯვებას. ზელენსკიმ მუსიკოსებს მიღწეული წარმატება მიულოცა. "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარიუპოლმა უმასპინძლოს ევროვიზიის ...
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. შეხვედრის დაწყებამდე, ღონისძიების მასპინძელმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. "პირველი არხის" ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ჯოანამ განაცხადა, რომ ს...
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურს...
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან ქალაქ იზიუმთან, კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო. რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშ...
ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ის იქნება. უკრაინის სახელით ევროვიზიის კონკურსზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას მხოლოდ 6 ქულა მიანიჭა. თუმცა ქართველ...
თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლის წინააღმდეგია, რადგან ამ სკანდინავიური ქვეყნების ხელისუფლებები მხარს უჭერენ ქურთ ექსტრემისტებს, - განაცხადა შაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. "თურქეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ორი ქვეყნის წევრობის წინაა...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს პრორუსული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. ინფორმაცია უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონპროექტი პარლამენტში 28 მარტს დარეგისტრირდა. 3 მაისს, რადაში კანონპროექტს მხარი 330-მა დეპუტატმა დაუჭირა. 6 მაისს ...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ეხმიანება ე.წ. მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განკარგულებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ "რეფერენდუმის" დანიშვნის თაობაზე. გაგლოევის თქმით, იგი მხარს უჭერს "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას", თუმცა...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლე...
14 მაისს ბუდაპეშტში გაიმართა უნგრეთის ახალი პრეზიდენტის კატალინ ნოვაკის ინაგურაცია. კატალინ ნოვაკმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და განაცხადა, რომ პირველი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ეწვევა, იქნება პოლონეთი. ამ გზით ბუდაპეშტი შეეცდება გააუმჯობესოს ურთიერთო...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 128-ე ბრიგადამ ხელთ იგდო ნადავლის სახით რუსული ტექნიკა ჩრდილოეთ ოსეთიდან, მათ შორის უახლესი BMP-3, იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედროების პირადი ნივთები. "კარპატისპირეთის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვა ქვედანაყოფ...
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნას. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას....