მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით დამატებით კიდევ მინდა განვმარტო, რომ ამ დაავადებას არაფერი აქვს საერთო ჩუტყვავილასთან. ამიტომ ჩუტყვავილას ვაქცინა ამ ვირუსის წინააღმდეგ ვერ დაიცავს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ეს ორი, სრულიად, სხვადასხვა ჯგუფის ვირუსია. „ლაპა...
ყველა მუსიკოსმა თავის თითოეულ გამოსვლაზე, თითოეულ ნოტზე, თითოეულ აჟღერებულ სიმღერაზე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. სად გამოდის, რას აკეთებს, რა დეკორაციაა უკან და ვის შემდეგ გამოდის და რა შემადგენლობაა, - ამის შესახებ მომღერალმა თამარ გვერდწითელმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან რუსეთის მ...
ოდესაში დაიბადა დედა. დედაჩემი ოდესელია. ახლა ტირის ხშირად, - ამის შესახებ მომღერალმა თამარ გვერდწითელმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. "ოდესაში დაიბადა დედა. დედაჩემი ოდესელია. ახლა ტირის ხშირად. მთელი ჩემი წინაპრები იქიდან არიან, წარმოშობით. მე-19 საუკუნის ბოლოდან, ცხროვრობენ იქ. გერმა...
ახლა არ არის ჩემი სიმღერის და მუსიკის დრო არ არის. თუ შეასრულებ ალბათ იმღერებ რეკვიემს. მარტო ამით შეიძლება იყოს ფასეული შენი სიტყვა, - ამის შესახებ მომღერალმა თამარ გვერდწითელმა გადაცემაში "ნოესთან" განაცხადა. "ერთი თვეა თბილისში ვარ. ეს ომმა განაპირობა. სამშობლო დედასავითაა, შეგიფარებს. ჩამოვედი დ...
ბელგიამ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებისთვის კარანტინი დააწესა. ქვეყანაში დაავადების ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას Politico ავრცელებს. ბელგია პირველი ქვეყანაა რომელმაც მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთათვის 21-დღიანი კარანტინი შემოიღო. ბელგის ჯანდაცვის უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება პარასკევს, 20 მაისს ...
ერთდღიანი პროტესტის შემდეგ ავღანელი ტელეწამყვანი ქალები მმართველ ძალას, რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "თალიბანს" დაემორჩილნენ და ეთერის დროს სახეები დაიფარეს. უკვე 22 მაისს, ავღანეთის მთავარი ტელეარხების დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები დაფარული სახეებით გამოჩნდნენ. ჯერ კიდევ გუშინ ბევრი მათგანი სახ...
დაღესტანში ერთ-ერთი სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლის შეძახილი გაისმა „თავისუფლება უკრაინას! პუტინი - ეშმაკი!“ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსული მედიაპროექტის მთავარ რედაქტორ დმიტრი კოზელევზე და ადგილობრივ Telegram- არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის თანახმად, ღო...
გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მან საქართველოში უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებისადმი არსებ...
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა კლემან ბონემ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესი 15 ან 20 წელი გასტანს. "ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში ექვსი თვის, ერთი ან ორი წლის შემდეგ შევა, ცრუობთ. შესაძლოა, ეს მოხდეს 15 ან 20 წლის შემდეგ, ამას...
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და აქვს მოლოდინი, რომ ივნისში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ მან კიევში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რაც ეხება უკრაინ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინ...
ლვოველმა მედესანტეებმა რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ჯარების სარდლობის პრეს-ცენტრი ავრცელებს. თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის მე-80 ცალკეულმა სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ ჩამოაგდო გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლას“ მე...
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. "რუსმა დამპყრობლებმა ვერ შეძლეს თქვენი გატეხვა და მე ღრმად მწამს, რომ ვერასდროს შეძლებს. თავისუფალ სამყაროს ახლა უკრაინის სახე აქვს. ისმის შემაშფოთებელი ხმები, ამბობენ, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს... ...
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია ერთდროულად 90 დღით - 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა. დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თავის ტელეგრამის არხში განმარტა, რომ 320-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განკარგულების დამტკიცებას საომარი მდგომარეობის გახანგრ...
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონიას ადვოკატი სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია და მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს. დაკავებულს ბრალდებას ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ. „გაოგნებულია მომხდარით, ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ...