"ვივა მედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ არ გასცემენ რეკომენდაციას მიხეილ სააკაშბილი მომდევნო სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწროს. ნადირაძე ამბობს, რომ მსგავსი რეკომენდაცია მაშინაც არ გაუციათ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად საჭიროებს ექიმების მონიტორინგს და პალატის დატოვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სიტუაცია გართულდეს.
"ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექს-პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია, ბევრად უკეთ.
ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი და დავწერეთ კი, მაგაზეც კი ნახეთ რაც დაემართა, იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენ თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ", - თქვა ნინო ნადირაძემ.