აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, პუტინის რუსეთის მთავრობა უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა პერიოდის კრემლის რეჟიმი. "ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსული ტიპის რეჟიმთან, რომელიც რეალურად კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურულია. მე ვფიქრობ, რომ პუტინმა გააძლიერ...
"შადრევანში დენი გადავიდა წყალზე და მოკლა ბავშვი. რამდენი დღე შეიძლება დასჭირდეს იმის გარკვევას საიდან მოხდა გადასვლა და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? სადღაც შეხება ჰქონდა დენის წყაროს წყალთან, არ იყო დამიწება, არ იყო დაცვა, ან იყო და ხარისხიანად არ იყო გაკეთებული ან რაღაც მსგავსი წმინდად ტექნიკური ამბავია, დენი...
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ SpaceX შემოსავლებს კარგავს, კომპანია უკრაინაში Starlink-ის სისტემის დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს. "ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენც...
უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის რუსი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად ემზადებიან. ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი Telegram-ზე ავრცელებს და უკრაინული სამხედროების ბოლო წარმატებებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი. ტოკმაკში განადგურდა 10 ერთეულ...
ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ბიჭს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა შინაგან საქმეთა...
ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკიდან ორი დღი...
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოად...
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, შიშინ ჩენმა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯამური დანაკარგი 65 ათასს უახლოვდება. პრეზიდენტის განცხადებით, ვინც არ უნდა გამოაგზავნოს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს მხოლოდ მათი დამარცხდება. "მტრის ჯამური დანაკარგი მხოლოდ დაღუპულებით 65 000-ს უახლოვდება. რუსეთი...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხერსონის ოლქში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს და ქალაქის დაბრუნებას უკრაინელების მიერ, რამდენიმე დღეში პროგნოზირებს: "ჩვენები გადავიდნენ მასობრივ შეტევაზე ხერსონის ოლქში ნოვოკახოვსკის მიმართულებით. ნოვოკახოვკაში არის ყირიმის წყლით მომარაგებ...
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატივი მიაგეს. ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. ქარ...
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის დახმარებით არ დაიღლება. "მახსოვს, იანვარში, დონბასში ფრონტის ხაზზე წავედი და შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრს. მან მითხრა, ვიცით, როდესაც რუსები თავს დაგვესხმებიან, ჩვენს დასახმ...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია. მისივე თ...
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. მაღალი...