რუსთავში, სს "ქართული ფოლადის" მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალის საამქროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულია მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, ლითონის კონსტრუქციებს შორის დარჩენილია ქარხნის ერთ-ერთი ...
4-16 მაისამდე საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, "ევროპის კუთხის" გახსნა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო ლექცია თბ...
აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან ორი პატიმარი გაათავისუფლა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში გააგზავნეს, მეორე კი ბულგარეთში. ყოფილი პატიმრების ვინაობა არ ხმაურდება. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კუბის ბაზიდან ქვეყანაში იემენის მოქალაქე ჩაიყვანეს. ესპანეთში იგი ცხოვრებისა და მუ...
ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს ყურბანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად, ორი და მეტი ადამიანის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. "ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად წაეყენა ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში",_ ნათქვამია პროკურატუ...
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში "ბათუმი პირველი, ბოლომდე ჩამოყალიბებული ევროპული ქალაქია" "ბათუმში წარმოუდგენლად მაგარი ახალგაზრდობა და საზოგადოებაა. აქ ნამდვილი ევროპაა. ბათუმი პირველი ბოლომდე ჩამოყალიბებული ევროპული ქალაქია. მაგრამ ევროპული ქალაქობა ამავე დროს ნიშ...
ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ვაჟზე მაქსიმ ბაკიევზე ყირგიზეთმა ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლით ძებნაა ასევე გამოცხადებული ყირგიზეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსზე ნურლანბეკ ტემირბაევზე. საერთაშოროსო პოლიციური ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს საიტზე ამ ორ პიროვნებაზე ძებნა წითე...
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აჭარაში კლასიკური სეპარატიზმის რეჟიმი არსებობდა. "ხშირად, შეიძლება ისტორიული თარიღების ჭეშმარიტება ეჭვის ქვეშ დადგეს, მაგრამ 2004 წლის 6 მაისი, ეს იყო მართლაც გათავისუფლების დღე, რადგან აბაშიძის რეჟიმი სხვა არა...
რუსეთის ფედერაცია სეპარატისტულ აფხაზეთში ფინანსური დახმარების პირველ ტრანშს გააგზავნის. თანხა 200 მილიონ რუბლზე ნაკლები არ იქნება. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ რომან პანოვმა გააკეტა.მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა აფხაზეთში ინფრასტრუ...
გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება, ჭერი ჩამოექცა. კედლებიც შუაზეა გახსნილი და ინგრევა. სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდა, ტაძარი მთლიანად დაინგრევა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფო...
დღევანდელ ოპოზიციის საპროტესტო აქციას "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი შეუერთდა. სუბარის განცხადებით იგი დღევანდელ აქციაზე "ალიანსს" არ წარმოადგენს და მიტინგზე მისვლის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნახა, რომ პოლიცია ადამიანებს სცემდა. "6 მაისის პოლიციის დღედ გ...
"რუსეთ-საქართველოს ომმა დაგვანახა, რომ ევროპაში არსებული უსაფრთხოების სისტემისადმი თვითკმაყოფილი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი "ინთერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში" გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს. წერილში, რომელიც ევროპუ...
თბილისის 1-ელ საავადმყოფოში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათ უმრავლესობას თავი აქვთ გატეხილი. აღნიშნული დაზიანებები პოლიციელებმა დღეს, ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე განვითარებული მოვლენების შედეგად მიიღეს - აქტივისტები და პოლიციელები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. ...
ვაკის პარკს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა, რაც ჭადრის ხის წაქცევამ გამოიწვია. შემთხვევა ვაკის პარკში წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა ხის ტოტებისგან ...
ოპოზიციის მიტინგისას დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ დროისთვის 1-ელ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს, სამართალდამცველებს სათანადო შემოწმება ჩაუტარდებათ. რაც შეეხება დაშავებულ მომიტინგეებს, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. რა...
ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაშავებული მომიტინგეები მე-5 და 1-ელ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. დაშავებულ აქტივისტებს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უტარდება. ერთის გარდა, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება უშუალოდ ვარკეთილს, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვ...