დღეს, 8 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ძველ თბილისში" "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" სათათბირო ორგანოს - დარბაზის პირველი შეკრება გაიმართება.
"როგორც ცნობილია, 2010 წლის 25 ნოემბერს "სახალხო წარმომადგენლობითი კრებამ", როგორც საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველმა ორგანომ, მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. იმისათვის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იქნეს აღსრულებული, "სახალხო კრებამ" აირჩია შესაბამისი სტრუქტურები - აღმასრულებელი საბჭო და სათათბირო დარბაზი, რომელთა ეფექტიანი ფუნქციონირება უზრუნველყოფს ხალხის მიერ "სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე" ერთხმად მიღებული ვერდიქტის აღსრულებას", _ აღნიშნავენ კრების წევრები.