ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში - ამის შესახებმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე — "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა.
"მოგეხსენებათ, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში არის მოძველებული საბინაო ფონდი და სწორედ ამ აღმშენებლობის შედეგად ხერხდება მოძველებული საბინაო ფონდის ჩანაცვლება, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს. ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში და დღეს გვაქვს ასეთი ვითარება, რაც არის, ბუნებრივია, ეკონომიკური განვითარების შედეგი", - განაცხადა კობახიძემ.