სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 0,1 %-ით შემცირდა, ხოლო 2008 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით 3 %-ით გაიზარდა. დეკემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები წინა თვესთან შედარებით 0,3 %-ით შემცირდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარ...
იტალიაში მილანის ქართულ-იტალიური საზოგადოების _ "სამშობლო - გულით სატარებელი" _ პრეზიდენტი ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს. ნინო ყაუხჩიშვილი ცნობილი ქართველი მეცნიერის, სიმონ ყაუხჩიშვილის ძმის შვილი იყო. ნინ...
დღეს, 5 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკში სავალუტო აუქციონი გაიმართა. როგორც სებ-ში განმარტავენ, დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 5 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7012 შეადგინა
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. გენპროკურატურამ გენადი ფლიევის "გატაცების" ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საქმე აღძრა. ე. წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, გენადი ფლიევი სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" დაცვის სამსახურის ...
6 იანვარს, 12.00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 500-მდე ბავშვისთვის საშობაო ღონისძიება გაიმართება. სტუდია "ფორმულა კრეატივისა" და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით, დევნილი ბავშვები ფილმს "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" ნახავენ. ასევე შეხ...
დღეს 5 იანვარს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა თუშეთის რეგიონში არსებულ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებთან. შეხვედრაზე თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მოეწყო პრეზენტაციები ეროვნულ პარკში გამოყენებადი კულტურული და ბუნებრივი ფასეულობები...
ოსმა სეპარატისტებმა ევროკავშირის დამკვირვებლები ცხინვალში დაპატიჟეს. გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დააკავებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრის, 1975 წელს დაბადებული გენადი ფლიევის დაკავების დეტალების გასაცნობად და შემთხვევის ადგილის და...
კონსერვატიული პარტია სამოქალაქო საზოგადოებას ცესკო-ს წევრების კონკურსში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, უნდა დასახელდეს რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული კანდიდატი, ხოლო 8 იანვრის შემდეგ დაიწყოს საჯარო კონსულტაციები მა...
მთავრობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. ჟურნალისტი, ნიკა ავალიანი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაპუნა დავითაიას მოადგილედ დაინიშნა. პრემიერ მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და ვახტანგ მაკარიძე დაინიშნენ. სასჯელაღსრულების, პრობა...
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პანკისში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს შეხვდნენ. როგორც ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, დიპლომატებს აინტერესებდათ, რა პირობებში უწევთ ლტოლვილებს პანკისში ცხოვრება, როგორია მათი სოციალურ - ეკონომიკური პირობები, განიცდიან თუ...
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით და რკინიგზის დეპარტამენტის ხელშეწყობით, შიდა ტურიზმისა და მატარებელ "კუკუშკის" პოპულარიზაციის მიზნით, 2010 წლის 7 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში, დაინიშნება სპეციალური ტური ბაკურიანი-წაღვერი-ბაკურიანი. ტურიზმის დეპარტამენტის საა...
ხვალ, 6 იანვარს, 14:00 საათზე, სს "თბილსრესის" სამურვეო ქონების რელიზაციის მიზნით, განმეორებითი აუქცუინი გაიმართება. აუქციონი გარდაბანში, აღმაშენებლის ქ.#2-ში ჩატარდება. "თბილსრესის" სამეურვეო ქონების საწყისი ფასი 165 135 172 ლარს შეადგენს. სამეურვეო ქონება განლაგებულია გარდაბანში;...
ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს და ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლება ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულია 48 წლის ჰამლეტ გაჯიევი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 44 წლის კახა მახარობლიშვილს მიყენ...
აჭარის მინისტრთა კაბინეტმა დღეს გამართულ მთავრობის სხოლაზე 2009 წელი შეაჯამა და 2010 წლის პრიორიტეტებზე იმსჯელა. სხდომაზე 11 საკითხ განიხილეს. უკვე ცნობილია, რომ 2010 წელს განათლების სამინისტროში ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება. მისი ფუნქცია და ამოცანა განათლების სისტემის დაწესებულებებსა და ორგანოებში დისციპლინის...
. გარემოს დაცვის სამინისტრო ბათუმში ნავთობტერმინალის მუშაობას ამოწმებს. მონიტორინგის ჩატარება გენერალურმა ინსპექციამ ტერმინალის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე გადაწყვიტა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ობიექტიდან ყოველდღიურად ნავთობპროდუქტები ჟონავს, რაც ეკოლოგიუ...