გურიის რეგიონი ერთ-ერთია იმ სამ სამიზნე რეგიონს შორის, სადაც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - „ECO.Georgia” ხორციელდება. პროექტის ფარგლებში „საქმიანი ეზო” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობ...
ვაშინგტონში ისრაელის საელჩოსთან აშშ-ის საჰაერო ძალების ჯარისკაცმა თავის დაწვა სცადა. იუწყება CNN ინციდენტის ამსახველ ვიდეოში, რომელიც CNN-მა მოიპოვა, კაცი საკუთარ თავს აარონ ბუშნელად ასახელებს და ამბობს: „მე აღარ ვიქნები გენოციდის თანამონაწილე“, მანამდე კი ამბობს, რომ ის, რის გაკეთებასაც აპირებს, მც...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 27 თებერვალს კონგრესის ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობა იქნება. იუწყება Bloomberg თეთრ სახლის თანახმად, ბაიდენი "განიხილავს ორპარტიული დამატებითი დოკ...
ლონდონის მერი სადიკ ხანი გამოვიდა ინიციატივით, მოახდინონ რუსი ოლიგარქებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფისკაცია, გაყიდონ და სახლები ააშენონ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, ასევე უკრაინელი ლტოლვილებისთვის. გაერთიანებული სამეფოს სამშენებლო დეპარტამენტის მდივან მაიკლ გ...
ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი მადრიდის „რეალსა“ და ს“ევილიას“ შორის ილია თოფურიამ გახსნა. UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი ოვაციებით და პატივით დახვდნენ. ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, 18 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ლეგენ...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს ბელარუსში ლუკაშენკას რეჟიმის ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს. „არჩევნები ჩატარდა შიშის ატმოსფეროში, რომელშიც არცერთ საარჩევნო პროცესს არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტ...
"ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: - "ევროპა, თუ არა ევროპა” და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე განაცხადა. "19 თებერვლიდან 25 თებერვლამდე ვნების კვირაა და უცნაურია, რომ 25...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წ...
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენა და ახალგაზრდებს ამ დღი...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სხვადასხვა იარაღი, რათა რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ფრონტზე და მოიპოვოს უპირატესობა რუსულ არმიაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს წელი ან ამ წლის დასასრული? ბევრ რამეზეა და...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაასახელა უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ცნობილია 31 ათასი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ. "ეს არის ძალიან სერიოზული მო...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ სურს რუსეთთან „მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი“ დაუწესონ. „ჩვენ არ გვსურს, რომ მოლაპარაკებების ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა მხოლოდ უკრაინიდან მოდიოდეს... მე ნამდვილად არ მი...
იაპონია გეგმავს დამატებით სანქციები დაუწესოს რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ G7-ის სამიტზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა. კიშიდამ თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარ...
სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მედიის ცნობით, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მათ შენობის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს. ევაკუაციის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
კატარში განახლდა მოლაპარაკებები ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. დოჰაში, მოლაპარკებებში მონაწილეობენ ეგვიპტის, კატარის, შეერთებული შტატებისა და ისრაელის, ასევე ჰამასის წარმომადგენლები შორის. ინფორმაციას ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით Times of Israel-ი ავრც...