დღეს, 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრების თათია ირემაშვილის, ია ბახტაძის და თამთა ცაციაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ტექსტილის, კერამიკის, მინანქრის, გრაფიკული და სხვა ნამუშევრები. ია ბახტაძის გრაფიკაში ასახულია სოციალური თემატიკა. ...
თბილისი გრანდიოზულ ჩინურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის დეტალებთან დაკავშირებით, დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს სავაჭრო პალატა, ჩინეთის საელჩო და "ჰუალინგის ინდუსტრიული ჯგუფი" გამოფენის დეტალებზე ისაუბრებენ, რომ...
დღეს, 16 ნოემბერს, ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის დაბადებიდან 102 წელი გავიდა. შავგულიძე 1910 წლის 16 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. შავგულიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით. საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკო...
დღეს, 16 ნოემბერს, მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა. ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა თბილ...
დღეს, 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში (გ. ჭანტურიას 8) გაიმართება მაკა კვერენჩხილაძის წიგნის "ბილიკები ამერიკისკენ" პრეზენტაცია. მაკა კვერენჩხილაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი ამჟამად ამერიკის შეერთე...
დღეს, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება არჩილ ჩიხლაძის საქველმოქმედო მუსიკალური საღამო. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, პოეტი გიორგი ბუნდოვანი აცხადებს, კონცერტზე შესული თანხა მთლიანად გადაეცემა არჩილ ჩიხლაძეს. ბილეთის ფასია 10 ლარი.
დღეს, 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ხელოვნების აკადემიის კლასიკური მუსიკის მე-3 ეროვნულ კონკურსთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერი...
დღეს, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ისტორიული რეპრეზენტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები". კონფერენციაზე...
დღეს, 16 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" საანგარიშო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე წარმოდგენლი იქნება ანგარიში და პრეზენტა...
დღეს, 16 ნოემბერს, 10 საათიდან 12 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, ფხოვის, თაბუკაშვილის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვ...
მობილური ოპერატორი ბილაინი ქუთაისში აბონენტთა მომსახურების განახლებულ ოფისს ხსნის. განახლებული ოფისს რომელიც ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. 54/2-ში მდებარეობს, ბილაინის წარმომადგენლები დღეს, 16 ნოემბერს, 14:00 საათზე გახსნიან. ბილაინის ახალ ოფისში ქუთაისში, ბილაინის არსებულ და ახალ აბონენტებს შესა...
ბიზნესის კეთების მხრივ საქართველომ 141 ქვეყანას შორის 50-ე პოზიცია დაიკავა. რეიტინგის თანახმად, რომელიც ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა, ბიზნესის კეთების მხრივ საქართველოს რეგიონის ლიდერია, რადგანაც გამოცემის რეიტინგით ის მნიშვნელოვნად უსწრებს აზერბაიჯანისა და სომხეთის ამჟამინდელ სარეიტინგო პოზიციებს. For...
ბადრი ბატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი უცვლელად გთავაზობთ: ამ ბოლო დროის განმავლობში მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის განცხადებების სამიზნე. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები უჩივიან ვანო ჩხარტიშვილ...
თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაკავებულია და მოდულის შენობაშია გადაყვანილი. ხიზანიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქა...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული. "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მი...