კოალიციური ძალები სირიასა და ერაუში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს. მოკაშირეებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯიჰადისტებზე 23 ავიადარტყმა განახორციელეს. საჰაერო იერიშები კობანზე, ალ-ჰასაკზე, ფალუჯაზე, ბაიჯისა და მოსულზე განხორციელდა. დაღუპულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა....
მიუნჰენის ბავარია გერმანიის ჩემპიონი 25-ედ გახდა. პრესტიჟული ტიტული მიუნჰენელებმა მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ვოლფსბურგმა ბორუსიასთან წააგო. მანამდე ბავარიამ ჰერტა დაამარცხა, ბორუსიის გამარჯვებით კი მიუნჰენელებმა ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს. გერმანიის ჩემპიონები კიდევ ერთი პრესტიჟული ტი...
ისრაელის ავიაციამ სირიის საზღვართან ისლამისტთა პოზიციებზე იერიში მიიტანა. წერტილოვანი დარტყმის შედეგად 3 ტერორისტი დაიღუპა, რომლებიც ებრაული მხარის მტკიცებით, ისრაელის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ. ერთი დღით ადრე ისრაელმა ლიბიის საზღვარზე ჰეზბოლას პოზიციები დაბომბა.
მასობრივი არეულობები ბალტიმორში. პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა აფრო-ამერიკელის გარდაცვალების ფაქტი ქალაქის ცენტრში 1200-მდე ადამიანმა გააპროტესტა. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რის შედეგადაც 34 დემონსტრანტი და 6 სამართალდამცავი დაშავდა. პოლიციამ 34 აქტივისტი დააპატიმრა.
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები სიურპრიზების გარეშე დასრულდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ნულსულთან ნაზარბაევმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეგზიტ-პოლის მონაცემებით, ნაზარბაევს ხმა ამომრჩეველთა 97,5 პროცენტმა მისცა. პრეზიდენტმა ელექტორატს მაღალი აქტივობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნულსულთან ნაზა...
იემენის დევნილი ხელისუფლება ამბოხებულებს პირობებს უყენებს. პრეზიდენტ მანსურ ჰადის განცხადებით, ის ხუსიტებთან მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამბოხებულები იარაღს დაყრიან და პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან. სახელმწიფო გადატრიალება იემენში ხუსიტებმა თვენახევრის წინ მოაწყვეს, რის შედეგადაც პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა. ამის...
შიროკინოში დაძაბულობა მატულობს. ამის შესახებ ეუთოს სამონიტორო კომისია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლის სიახლოვეს სამხედრო ძალების კონცენტრაციის გაძლიერება და ინტენსიური სროლები ფიქსირდება. ეოთოს დამკვირვებელთა მონაცემებით, შეტაკებები შიროკინოსთან გუშინ 12 საათის განმავლობაში გრძელდება. დაღუპულთა და დაშავებულთ...
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6500-მდე კი დაშავდა. მეზობელ ინდოეთსა და ჩინეთში მიწისძვრამ 90-მდე ადამიანი შეიწირა, ევერესტზე ზვავების ჩამოწოლის შედეგად კი 17 ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი სახლი და სასიცოცხლო მნ...
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში მდებარე „სამშობლოსთვის წამებულ დიმიტრი ყიფიანის“ სახელობის ტაძარში საკვირაო წირვასა დ...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (ჩუმათელეთი–ხუნევი) კმ136-კმ157 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ხვალ, 27 აპრილს, 09:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს-ბელგიის (ვალონია) ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო (AWEX). სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ვალონიის ბიზნეს დელეგაცია, რ...
უკრაინის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გიორგი ჯანელიძის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა საქართველოში უკრაინის ელჩმა მიხეილ უკლებამ, რომელიც ქაშუეთის ეკლესიაში იმყოფ...
ხვალ, 27 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი ლატვიის ელჩს, ელიტა გაველს და ევროკავშირის ელჩს, იონაშ ჰერმანს შეხვდება. შეხვედრა თბილისში მდებარე პარალამენტში 9:30 საათზეა ჩანიშნული.
საცხობების მესაკუთრეებმა ვარკეთილში აქცია გამართეს. მეწარმეების განცხადებით გაზის საფასური თებერვლიდან მათ 22 თეთრით გაუძვირდათ. მათი ინფორმაციით, ტარიფს რაიონში კომპანია "ვარკეთილი აირი" დამოუკიდებლად განსაზღვრევს. პურის მცხობელები ხელისუფლებას ტარიფის გადახედვას და სხვა უბნებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას თხოვენ....
,,თავისუფალი დემოკრატების" საერთაშორისო მდივანი, მაია ფანჯიკიძე, იტალიაში იმყოფება, სადაც ნატოს თავდაცვის კოლეჯის მიწვევით, წაიკითხა ლექცია თემაზე, ,,ნატოს პარტნიორული ინიციატივები". პარტიის ინფორმაციით, ნატოს პერსპექტივიდან ამ საკითხზე ისაუბრა ალბერტო ბინმა, რომელიც ნატოს სათაო ოფისის ინტეგრაციის...