ტრამპმა მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელ ტვიტერში ამერიკის პრეზიდენტმა ენბისის, ეიბისის, სიენენს და ნიუ იორკ ტაიმსს ხალხის მტრები უწოდა. „მედიასაშუალებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, არა ჩემი, არამედ ხალხის მტრები არიან,“-წერს ტრამპი.
პაკისტანში მასშტაბური ანტიტერორისტული რეიდები ტარდება. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 100-ზე მეტი რადიკალია ლიკვიდირებული. რეიდები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა სეხვან-შარიფში მავზოლეუმი ააფეთქეს. ტერაქტს 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მე...
თურქეთში ტერაქტს 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დანაღმული ავტომანქანა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვირანშეჰირში ამოქმედდა. თავდასხმა სავარაუდოდ ადგილობრივი მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელდა. არიან დაშავებულებიც. ვირანშერიხი ეთნიკური ქურთებით არის დასახლებული.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ევროპარლამენტარ ანა გომესს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენელს საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ვიზალიბერალ...
რუსებმა ისლამისტთა დედაქალაქად წოდებული რაქა ტუ-95 სტრატეგიული ავიაგამანადგურებლებით დაბომბეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სირიის ტერიტორიაზე შესაღწევად ბომბდამშენებმა ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცე დაუბრკოლებლად გაიარეს. მათი სამიზნე ისლამისტთა საბაზო ბანაკები გახდა. ობიექტები -101 ტიპ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ქვეყნის მოსახლეობას ბრექსითზე უარის თქმისკენ მოუწოდა. „დღეს უკან დახევის, გულგრილობისა და სასოწარკვეთის დრო არ არის. დღეს ჩვენ ბრიტანეთის ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ხალხმა ბრექსითს ხმა იმიტომ მისცა, რომ არ იცოდა, ამას რა შედეგები მოჰ...
ფინეთის პარლამენტმა სამოქალაქო ინიციატივა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესახებ არ დააკმაყოფილა. პეტიციის წინააღმდეგ ხმა 120-მა დეპუტატმა მისცა, მომხრე კი 48 იყო. ერთსქესიანთა ქორწინება პარლამენტმა პირველად 2014 წელს დაუშვა.
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთ...
ინდოეთის შტატ ბაჰირის სახელმწიფო მოხელეებს ალკოჰოლის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აეკრძალათ. ამის შესახებ BBC იტყობინება. კანონის დარღვევისთვის მაღალჩინოსნებს სამსახურიდან დაითხოვენ ან ხელფასს შეუმცირებენ. შტატის სასამართლომ ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის გადაწყვეტილება გასული წლის აპრილში ლოკალურ დონე...
დეკანოზი სერაფიმე დანელია საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება: ,,სხვა ისტორია ამბობენ, რომ ძირითადად ორი სახის ისტორია არსებობს. ისტორია, რომელიც საზოგადოებისთვის იწერება და ისტორია, რომელზეც კულუარებში ლაპარაკობენ. როგორც ერთმა ადამიანმა აღნიშნა, საზოგადოდ მიღებული ისტორიის პარალელურად ...
თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან. გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო...
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ მოსმენების კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს. ანა დოლიძე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კო...
დეკანოზ გიორგი მამალაძეს მე-4 დღეა მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა აქვს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ დაკავებული დეკანოზის დაცვის მხარემ ჟურნალისტებთან განაცხადა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის. მისივე თქმით, მამა გიორგი ექი...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბოლში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა. გიორგი გახარიამ და ფარუკ ოზლუმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მათ შორის &n...
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივან აჰმედ აბულღეითს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბოლო წლების განმავლობაში არაბულ სახელმწიფოებთან მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ...