მარტვილში, მაშველები აბაშის წყალში დაკარგული ერთის ნაცვლად, უკვე ორ ადამიანს ეძებენ. გვიან ღამით 16 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი მოხალისე დაიკარგა. გავრცელებული ინფომრაციით, ის 45 წლამდე ასაკის ადგილობრივი მცხოვრებია. ამ ეტაპზე დგინდება ის პერიმეტრი, საიდანაც მამაკაცი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაცია ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო - საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა. გ...
10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან, კომპანია „ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია. პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიების ...
შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკ...
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. საგარეო უწყების ცნობით, ასევე, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე, საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრ...
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის ლიდერთან, ანჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მსოფლიო უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე წლის წ...
ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისია საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხს სწავლობს. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფაქტზე, რომელიც შეეხება საარჩევნო წესების შესაძლო დარღვ...
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში ხვალ იხსნება. ნატო-ს მაღალჩინოსნებისა და მსოფლიო ლიდერების ჩასვლამდე პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, გამკაცრდა საზღვრის კონტროლიც. წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს. პოლიციელების განსაკუთრებული რაოდენობა ეროვნ...
4 ივლისს, საბაჯო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურ სამალავში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედ...
30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. მებაჟე ოფიცრებმა ჯამში, 106 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს....
სამგორის რაიონში, ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. გასუფთავდა ტერიტორია, მოიჭრა გამხმარი ხეები, შეიღება გარე განათების ბოძები. ასევე, გამოიცვალა ცენტრალური წყლის მილი და შეიცვალა დაზიანებული წყალსადენის ქსელი. მერიის ინფორმაციით, ჩატარებული საგზაო სამუშაობის შედეგად, მაისურაძის ქუჩაზე 17639...
7 ივლისს, ბათუმის საერთაშოიროს აეროპორტში, ავიაკომპანიამ “Air Arabia” - დუბაი (შარჯა)-ბათუმი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და შაბათს A-320 ტიპის ავიახომალდით შესრულდება. არაბული ავიაკომპანია დუბაი-ბათუმის მიმართულებით ავიარეი...
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს. პრეზიდენტი ასევე მზადაა, კონსულტაციები გამართოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხად...
8 ივლისს, 10.00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ დასკვნითი კონფერენცია. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე სტეფან სტორკი, ევ...
ყვარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდასთან, მდინარე ჩელთის ხეობაში დაჯლეჯილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი შილდაში მცხოვრებმა თემურ ასაბაშვილმა, სოკოს კრეფისას იპოვა. ასაბიშვილი დაკითხვაზეა გადაყვანილი. შილდელები ვერ აზუსტებენ გარდაცვლილი ქალია, თუ მამაკაცი. მათი ვარაუდით, ცხედარი ცხოველ...