ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბედუკაძის პარტია ცენტრისტები რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის პრეტენზიები ცესკო-ს მიმართ უსაფუძვლოა, რადგან ცესკო-ს არ ევალება შეისწავლოს პარტ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების საწარმო, რომელიც თბილისში შეიქმნება, 190 ადამიანს დაასაქმებს; გათვალისწინებულია 3 755 202 ლარის ინვესტიცია. ხოლო მეორე - მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვები საწარმო შეიქმნება ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც გათვალი...
ამბროლაურში, აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება, - აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირებაში შეყვანის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სწრაფად შესრულების მიზნით, მთავრობა გამარტივებულ შესყიდვას მიმართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა იქნება ძალიან...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის მხარდაჭერით და უნგრული ავიაკომპანია "Wizz Air ორგანიზებით, პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ. პრესტურის ფარგლებში ბეჭდურიმედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, წყალტუბო, ქუთაისი, სამეგრელო და სვანეთი მოინა...
მთავრობის განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიმდინარე წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტირების სამუშაობი განხორციელდება. დოკუმენტში, რომელიც მოსახლეობის გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებებს განხორციელებას ითვალისწინებს, სოფლები: დიდი სატივე, პატარა სატივე, ახალსოფელი და აგარები შევიდა. &...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატი...
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დ...
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის...
ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ადგილობრივმა ფერმერმა, ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა. ფერმერი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ ...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გლდანის მე-20 ოლქი კობა კობალაძე, გლდანის 2...
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ვანის რაიონში სოფელ სულორის, ისრითის, ამაღლების, ინაშაურის, საპრასიას, ძულუხისა და დიხაშხოს მცხოვრებლებს შეხვდა. გრიგოლ ლილუაშვ...
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და ოლიგარქების წინააღმდეგ ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები სახელმწიფო თანხებით საკუთარი ბიზნესის წარმოებას შეეცდებიან. "მივმართავ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, წინ აღვუდგ...
სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში BMW-ს მარკის ავტომანქანა 5 წლის გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვი გზაზე გადადიოდა. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცია. ადგილობრივს ტერიტორია არ დაუტოვებია. საზარელი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურე...
8 - 14 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 251 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4,423 გადამხდ...
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუროზე შესულია რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც კომიტეტებს უნდა გადაეცეს. „მივიღეთ გადაწყვეტილება და შემდეგ სხდომას გავმართავთ, შევეცდებით ყოველ შემთხვევაში...