დანიის "სუპერლიგის" მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა დავით სხირტლაძის ბენეფისით დასრულდა. "სილკებორგმა" გასვლაზე "ვიბორგს" 1:3 მოუგო. ქართველმა თავდამსხმელმა 77 წუთი ითამაშა და მეტოქის კარში სამი ბურთი შეაგდო. ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 7 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილს იკავებს. ...
კოსმოსური ზონდი სკიაპარელი მარსზე დაშვებისას დაიმტვრა. ამის შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტო იტყობინება. დაზიანებული აპარატი ამერიკულმა თანამგზავრმა გადაიღო. როგორც „ეკს“ იტყობინება, ზონდი მარსის ზედაპირზე 4 კილომეტრის სიმაღლიდან დაეცა. სკიაპარელის მარსის ატმოსფერო უნდა შეესწავლა. ...
ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა იმართება. კერძოდ, კენჭისყრა მიმდინარეობს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ჯიხაშაკრის ორ და განმუხურის ერთ საარჩევნო უბანზე, აგრეთვე მარნეულის საარჩევნო ოლქის ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე. ჯიხაშკარსა და ყიზ...
მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა კამერუნში. დუალას რაიონში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ინციდენტს 53 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა. ათობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.
მასშტაბური ავიაკატასტროფა ურალში. იამალის აეროდრომზე პილოტმა მი-8 ტიპის ვეტმფრენის უსაფრთხოდ დასმა ვერ შეძლო. ინციდენტს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი სხეულის უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დგინდება.
"დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონები...
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, ბავშვებისა და მათი მშობლების ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს „მწვანე სახლი“ ეწვია. მაკა ჩიჩუამ ცენტრი დაათვალიერა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკასა და მიმართულებებს. პირველმა ლედიმ ცენტრში მომუშავე პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან გამართა შეხვედრა და ცენტრის ბ...
ბარსელონას თავდამხმელმა ნეიმარმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა. ფორვარდი ბარსაში 2021 წლამდე ითამაშებს. 24 წლის ბრაზილიელმა წლევანდელ სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. კატალონიურ კლუბში ნეიმარი 2013 წლიდან ირიცხება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ,,მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარე...
კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოში გადაყვანილ სამხედროებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. რაც შეეხება მძიმედ დაშავებულ სამხედროებს, ისინი თბილისში გადმოჰყავთ. კახეთში, ცოტა ხნის წინ სამხედრო ავტომანქანა გად...
მადრიდის რეალის ხელმძღვანელობასა და გუნდის ლიდერ კრიშტიანო რონალდოს შორის მოლაპარაკება კონტრაქტთან დაკავშირებით გაჭიანურდა. გამოცემა „მირორის“ ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. 31 წლის პორტუგალიელს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მას სა...
ფრანგული მარსელის ფეხბურთელებმა ბუნა სერმა და ზინედინ მაშაშმა ვარჯიშზე იჩხუბეს. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვა საბოლოოდ მათმა თანაგუნდელებმა შეძლეს. თუ რა გახდა ჩხუბის მიზეზი, უცნობია. ...
ბათუმი ჭადრაკის კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს. დღეს, სასტუმრო "შერატონში" ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშ...
ყირიმში საბჭოთა ბელადის ძეგლი ჩამოაგდეს. ლენინის ქანდაკება სუდაკის ცენტრში 1930 წლიდან იდგა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინციდენტი ბარბაროსულ აქტად შეაფასა და ძეგლის აღდგენის პირობა დადო. სუდაკის ადმინისტრაციის უფროსის, ვლადიმერ სეროვის თქმით, ლენინის ძეგლი ქალაქის ისტორიული სიმბოლოა და მისი დემონტაჟი ყოვლად მიუღებელ...
დღეს ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმ...