ბოლივიის პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ევო მორალესის თქმით, ის საკუთარ კანდიდატურას 2019 წლის არჩევნებშიც დააყენებს. მის კანდიდატურაზე მმართველი სოციალური პარტია უკვე შეთანხმდა. მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.
სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამგზავრო მატარებელს, რომელიც ქუთაისი-ბათუმის რეისს ასრულებდა, სოფელ ხაჯალიასთან ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ და...
პაკისტანურ კინოთეატრებში ინდური ფილმების ჩვენება განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის კულტურის მინისტრმა განაცხადა. ინდური ფილმების ჩვენება პაკისტანში მას შემდეგ აკრძალეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა კაშმირის სადავო ტერიტორიაზე ე.წ. ქირურგიული დარტყმები განახორციელა...
უამინდობა შეერთებულ შტატებში. ძლიერმა თოვამ აღმოსავლეთ სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმაც. მინესოტასა და ოჰაიოში ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. უამინდობის გამო შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტები. მერილენდსა და მიჩიგანში ათობით სა...
ბრიტანელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაწვრთნიან. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მაიკლ ფელონის თქმით, წვრთნების გაგრძელება რუსეთის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული. „პროგრამის გახანგრძლივება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრ...
ბრიტანეთის მოსახლეობა ალეპოს მცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებს. სირიის მოქმედი რეჟიმის აგრესია თანამემამულეების წინააღმდეგ ლონდონში ათასობით ადამიანმა დაგმო. აქციის მონაწილეებმა დასავლეთის ლიდერებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს და სირიაში სამოქალაქო დაპირისპირების შეჩერება მოითხოვეს.
სირიის მოქმედი რეჟიმი კი ირწმუნება, რომ ამბოხებულებმა ალეპოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ოფიციალური დამასკოს მტკიცებით, სახელისუფლო ძალებმა მარეთ-უმ-ხაუშის რაიონში აკრძალული ქიმიური ნივთიერების, იპრიტის შემცველი ჭურვები აღმოაჩინეს, რის შესახებაც საერთაშორისო დამკვირვებლები საქმისყურში უკვე ჩააყენეს. ოპოზიცია ასადის ბრალდება...
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ალეპოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. რეზოლუციის ინიციატორი ამჯერად საფრანგეთია. რეზოლუციის პროექტი ალეპოში დარჩენილი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაციას გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ითვალისწინებს. საფრანგეთის ინიციატივას მხარს უჭერს შეერთებული შტატებიც. რუსული მხარე კი ...
საკონსტიტუციო კომისიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ღია კარის მტვრევას ემსგავსება. თუ ამ ბმულს http://constcommission.parliament.ge/1-1 მიჰყვებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვებგვერდზე აღმოჩნდებით. იქ ნახავთ, რომ კომისიის უკანასკნელი შემაჯამებელ...
ფილიპინების პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაძევებით დაემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა ფილიპინებისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. „თუ ასე მოგვექცევით, თქვენი ფულის გარეშე როგორმე გავძლებთ, მაგრამ თქვენ ფილიპინებიდან წა...
დონალდ ტრამპი ჩინეთის მიერ ამერიკული უპილოტო წყალქვეშა ნავის კონფისკაციას გამოეხმაურა. „უნდა ვუთხრათ ჩინელებს, რომ არ გვჭირდება მათი მოპარული საბმარინი. დარჩეთ ის მათ,“-წერს არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ ჩინეთმა ამერიკული წყალქვეშა ხომალდი საკუთარ წყლებში 15 დეკემბერ...
მასობრივი არეულობები ვენესუელაში მსხვერპლით დასრულდა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო მსვლელობები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ მადუროს განკარგულებით, ყველაზე მსხვილი ფულადი კუპიურა, 100 ბოლივარი მიმოქცევიდან ამოიღეს. მანიფესტანტებმა მაღაზიები, სურსათის საწყობები და სავაჭრო დაწესებულ...
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მარიუშ ბლაშაკის თქმით, ოპოზიციის გუშინდელი ქმედებები ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებად უნდა შეფასდეს. არეულობა პოლონეთის სეიმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა ...
ნატო სირიის ომში ჩართვას არ აპირებს, რადგანაც ეს ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამოცემა ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს არც რუსეთთან სურს ცივი ომი. „რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული და საერთაშორისო ნორმების...
თურქეთში კაისერის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა. სამხედრო ავტობუსი კაისერში გუშინ დილით ააფეთქეს, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, 56 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას თურქეთის ხელისუფლება ქურთისტანის შრომის პარტიას აკისრებს.