ლარი დოლარისა და ევროს მიმართ ისევ გაუფასურდა. სებ-ის ინფორმაციით, 20 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7412 ლარი ეღირება, 1 ევრო კი 2.8615 ლარი. მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, 20 დეკემბერს, 17 დეკემბრის ოფიციალური განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დ...
პოლონეთში 2017 წლის ოქტომბრიდან საპენსიო ასაკი შემცირდება. შესაბამის კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა დუდამ უკვე მოაწერა. მისი განკარგულებით, საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65, ქალებისთვის კი 60 წლამდე დაიკლებს. დღემდე პოლონეთში საპენსიო ასაკი 67 წელი იყო.
ბირნინგემის მცხოვრებს, 101 წლის რალფ კლარკს სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბლალად არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი დასდეს. განსასჯელმა დანაშაული უკვე აღიარა. კლარკი წლების განმავლობაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, პარალელურად კი საკუთარ ავტოფარეხში ველისიპედებს არემონტებდა. სწორედ აქ იტყუებდა ის ბავ...
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადების მომზადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საქართველოს პარლამენტი პროვოკაციაში ჩაითრიოს. ბიუროს სხდომაზე ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ მომზადებულ განცხადებას არ იცნობს. "ისე ჩქარობთ, რაღაც პროვოკა...
საპარლამენტო უმცირესობა ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის მიღების მოთხოვნით განცხადება პარლამენტში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე შეიტანა. მმართველი გუნდი მზადაა, ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შეთავა...
მკვლელობა მოხდა სამეგრელოში. სოფელ დარჩელში 65 წლის შვილმა 100 წლამდე ასაკის დედა მოკლა. მომხდარზე გამოძიება 108 -ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, შვილს ფისიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის უკვე დაკავებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის...
საპარლამენტო უმცირესობა ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის განცხადებით, რეზოლუციაში დაფიქსირებული იქნება როგორც საქართველოს სოლიდარობა, ასევე დაგმობილი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებები სირიაში. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნ...
საყოველათაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს დღეიდან საშუალება აქვთ სამედიცინო კორპორაცია ევექსის ოთხ ამბულატორიულ ცენტრში სამედიცინო მომსახურება უფასოდ ან თანაგადახდით მიიღონ. ევექსის ამბულატორიულ ცენტრებში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სრული სამედიცინო მომსახურე...
თუ ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილს და მანანა ბერიკაშვილს რაფალიანცის მკვლელობის ბრალდებისთვის, ასევე ეკა ბესელიას სანდრა რულოვსისთვის ორგანოებით ვაჭრობის დაბრალებისთვის სამუდამო პატიმრობა ეკუთვნით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა...
ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ გმობს პოლიციელების მიერ ჟურნალისტ გიორგი გასვიანზე განხორციელებულ ძალადობას: „ვგმობთ პოლიციელების მიერ ჟურნალისტ გიორგი გასვიანზე განხორციელებულ ძალადობას. ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური ძალადაობა აღიქმება, როგორც თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა. ა...
ბრიტანეთში საფოსტო სამსახურისა და სარკინოგზო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი საპენსიო და შრომითი კანონმდებლობების რეფორმას აპროტესტებენ.საპროტესტო აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს. შობის დღეებში გაფიცვის გამოცხადებას გე...
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე და მომავა...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის გადაწყვეტილებას მე-6 კორპუსის პიკეტირებასთან დაკავშირებით დანაშაულად აფასებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მე-6 კორპუსის პიკეტირება, არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავიანთ მეგობრე...
7 წლის სირიელმა გოგონამ ბანა ალაბედმა ალეპო უკვე დატოვა. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ოჯახთან ერთად ქალაქიდან საევაკუაციო ავტობუსით გაიყვანეს. მანამდე ბანა ალაბედი სოციალური ქსელების გმირი გახდა. ის ალეპოში შექმნილ ვითარებაზე ტვიტერში დედის დახმარებით წერდ...