საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 15.3 მლრდ აშშ დოლარი (35.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.8 პროცენტია; 2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 173.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 10...
2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი (735.6 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 8.4 პროცენტი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016...
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა. საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა. შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მა...
პერუელმა შამანებმა ტრადიციული საახალწლო რიტუალი შეასრულეს, რომელიც წელს პოლიტიზირებული გამოდგა. ლიმას პლიაჟზე მათ მსოფლიო ლიდერების პლაკატები გამოიტანეს და ტრადიციული შელოცვის შემდეგ მომავალი წლის პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებას შეეცადნენ. მთავარი შამანის, ხუან ოსკოს თქმით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი...
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მმართველი პარტიის მიტინგს დაესწრო. ღონისძიების დასასრულს მისთვის სპეციალურად მორანბონის სახელობის ქალთა გუნდმა იმღერა და სახელმწიფო ორკესტრმა დაუკრა. კონცერტი სრული ანშლაგით, ტრადიციული სინქრონული აპლოდისმენტების ფონზე წარიმართა, რომელიც დარბაზში კიმ ჩენ ინის გამოჩენას მოჰყვა....
ნიუ ორლეანში კი ვარსკვლავური ომების აღლუმი გაიმართა. ქალაქის ცენტრში სერიალის დედოფლის, ქერი ფიშერის ათასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა. პრინცესა ლეიას ფორმებში გამოწყობილმა ქალბატონებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით შემოიარეს და ვარსკვლავური ომების სცენები განასახიერეს. ქერი ფიშერი 26 დეკემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა....
ნიუ იორკი მთავარი საახალწლო რიტუალისთვის ემზადება. თაიმ სქვერზე გიგანტური ბროლის ბურთის დაშვების რეპეტიცია გაიმართა. გრანდიოზული სანახაობა ნიუ იორკის ცენტრში 31 დეკემბრის ღამეს მოეწყობა და მას მერაია ქერი, გევინ დეგრიუ, რეველერსი და ცნობილი სელებრითებიც დაესწრებიან. ახალი წლის ღამეს ამერიკულ მეგაპოლისში უსაფრთხოების ...
ბერლინის ტერაქტების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ახალი წლის დღეებში საფრანგეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას 100 ათასამდე პოლიციელი დაიცავს. მხოლოდ პარიზში ახალი წლის ღემეს 10 ათასზე მეტი პოლიციელი იმორიგევებს. საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბერლინის პოლიციაც, სადაც 19 დეკემბერს მასშტაბური ტ...
ტერორისტული აქტები ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის ცენტალური რაიონი გახდა. სინაკის ბაზრის ტერიტორიაზე თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რამდენიმე წუთში კი ბაზარში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ტერაქტებს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გ...
კუბა ახალ წელს გრანდიოზული სიახლით ხვდება. ხელისუფლებამ თავისუფლების კუნძულზე საპილოტო პროგრამა წამოიწყო, რომლის მიხედვითაც 2 ათასამდე ჰავანელი ინტერნეტს მიიღებს. დღემდე ამისთვის ხელისუფლების სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. ინტერნეტით კუბაში მხოლოდ აკადემიკოსები, ექიმები და ინტელიგენციის წარმომადგენლები სარ...
ბან კი მუნი ხურმობის ხასიათზეა. გაეროს გენერალურმა მდივანმა საკუთარი თავი კონკიას შეადარა. „მე თავს კონკიასავით ვგრძნობ, რადგანაც ხვალ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება. ხვალ შუაღამისას თაიმ სქვერზე ბროლის ბურთის დაშვების ცერემონიალს დავესწრები და მილიონობით ადამიანი დანახავს, როგორ დავრჩები უმუშ...
ჯორჯ მაიკლმა საკუთარი ქონება ანდერძით დებს დაუტოვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა სანი იტყობინება. ამავე ინფორმაციით, მომღერლის უძრავ-მოძრავი ქონება 105 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ლეგენდარული მუსიკოსი 25 დეკემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
უამინდობა ბრიტანეთში. ძლიერი ნისლის გამო ლონდონსა და მის შემოგარენში ტრანსპორტის გადაადგილებაა შეზღუდული. ცუდი მხედველობის გამო რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. შეფერხებით მუშაობას ჰატვიკისა და ჰირტროუს აეროპორტებიც, სადაც 180-ზე მეტი რეისი გადაიდო.
საფრანგეთში საახალწლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მოქალაქეების უსაფრთოებას 100 ათასამდე პოლიციელი დაიცავს. მხოლოდ პარიზში ახალი წლის ღამეს 10 ათასზე მეტი პოლიციელი იმორიგევებს. უსაფრთხოების ზომები საფრანგეთში ბერლინის ტერაქტის შემდეგ გამკაცრდა.
საბერძნეთის ელჩი ბრაზილიაში ცოლის საყვარელმა მოკლა. 59 წლის კირიაკოს ამირიდისი რიო დე ჟანეიროდან ორშაბათს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა რიოს გარეუბანში, დამწვარ მანქანაში აღმოაჩინეს. როგორც დადგინდა, ელჩი საკუთარ სახლში მოკლეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი მანქანაში გადაიტანეს და დაწვეს. მოგვიანებით პო...