,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამაგიდო სიების გადმოცემას თხოვს, მიზეზად კი იმ ინფორმაციას ასახელებს, რომლის თანახმადაც ბევრ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს პირები საარჩევნო უბნებზე იყვნენ. აღნიშნულის შესახებ დღეს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი შარვაშიძის დანიშვნას, რომელიც სამინისტროში ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებას წარუძღვება. გიორგი შარვაშიძეს აქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის აზიის რეგიონში, ს...
საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ყველას, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებს და დებს მიულოცა აფხაზური ენის დღე. „ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონის...
შარლ აზნავური ისრაელში რაულ ვალენბერგის მედალით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია იერუსალიმში პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. პრესტიჟული ჯილდო საფრანგეთში მოღვაწე შანსონიეს ჰოლოკოსტის დროს ებრაელების დახმარებისთვის გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის დროს შარლ აზნავური და მისი და აიდა რამდენიმე ებრაელს საკუთარ სახლ...
ყაზახეთი ლათინურ ანბანზე გადავა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა. ნულსულთან ნაზარბაევის განკარგულებით, მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 2025 წლისთვის ლათინურ ალფავიტზე გადასვლას უზრუნველყოფს. დღემდე ყაზახეთში ოფიციალურ ალფავიტად რუსულ კირილიცას იყენებდნენ....
კიევში ტერაქტის შედეგად დაჭრილი დეპუტატის, იგორ მოსიიჩუკის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმები მისი სხეულიდან ბომბის რამდენიმე ნამსხვრევის ამოღებას ვერ ახერხებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დეპუტატს ნამსხვრევები ხელსა და თავის არეში აქვს ჩარჩენილი. როგორც დაჭრილი მოსიიჩუკი აცხადებს, აუტანელი ტკივილე...
ესპანეთის სენატი დღეს მთავრობის მიერ კატალონიის კრიზისის გადასაჭრელად შეთავაზებულ ზომებს განიხილავს. მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას იწყებს, რომლითაც კატალონიას ავტონომიის სტატუსი უნდა შეეზღუდოს. მადრიდის ზეწოლის ს...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ მინისტრი ოპოზიციამ სხვა გახმაურებულ საკითხებთან დაკავშირებითაც დაიბარა პარლამენტში, თუმცა უშ...
როდესაც ქვეყნის პირველი ბანკირი ეროვნულ ვალუტაზე კომენტარს არ აკეთებს, ეს პანიკას იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა სწორია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება არასწორ მუშაობას არ უკავშირდება. &nb...
ლი ჰარვი ოსვალდმა 1963 წლის 28 სექტემბერს, მეხიკოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, სატელეფონო ზარი განახორციელა, რომელსაც იმ დროს ამერიკული სპეცსამსახური ფარულად უსმენდა. ოსვალდი კონსულ ვალერი კოსტიკოვს ესაუბრა. მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს საელჩოში კიდევ ერთი ზარი გაისმა, რა დროსაც თავდამსხმელმა „ვაშინ...
2017 წლის 28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს. ფორუმში, უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის რედაქტორ-...
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას განცხადებით, გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს ყველა შეკითხვაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს, ჩვენ ყველანაირად დავ...
აჭარის შესახებ ესტონეთში წამყვან ტელეარხზე „ Canal 2” თემატური რეპორტაჟები გადის. გადაცემა „Reporter”, რომელიც ესტონეთში ყოველდღიურად, საღამოს 7 საათზე გადაიცემა რეგიონის თითოეულ ტურისტულ პროდუქტს ვრცელ მასალას უძღვნის. გადაცემის სპეციალურ სამოგზაურო ბლოგში უკვე გავიდა რეპორტაჟები დელფინარიუ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგ...
ტვიტერი რუსული მედიასაშუალებების, „ რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკის“ ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს. ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია იტყობინება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკის“ პროფილებიდან ნებისმიე...