ლონდონში მომხდარ თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. „დღეს, ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე საფრანგეთი ბრიტანეთს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა,“-განაცხადა ემანუელ მაკრონმა. თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში გვიან ...
ლონდონში მომხდარ თავდასხმებს, რომელმაც, 6 ადამიანი იმსხვერპლა, აშშ პრეზიდენტი გამოეხმაურა. „შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლონდონსა და გაერთიანებულ სამეფოს დაეხმაროს. ჩვენ თქვენთან ვართ. ღმერთი გფარავდეთ!“-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."
ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „ჩვენი ფიქრები ახლა იმ ადამიანებთანაა, რომლებიც ამ საშინელი მოვლენების მსხვერპლნი გახდნენ. მომხდარის დეტალებში გარკვევას ვცდილობთ. გამოძიება მალე დასრულდება,“-აღნიშნა ტერეზა მეიმ. თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკ...
თავდასხმების სერია ლონდონში. გვიან საღამოს ფურგონმა ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეები გაიტანა. ბორო მარკეტის რაიონში კი დანით შეიარაღებული პირები თავს გამვლელებს დაესხნენ. თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. სამივე თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. მადრიდელებმა ბუფონის კარი ოთხჯერ აიღეს. იტალიელებმა კი მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს. შეხვედრაში დუბლი მიითვალა მადრიდელთა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ.
საქართველოს შსს-ში გამართულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შესთავაზეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავად მუსტაფაევამ განუცხადა. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ, თავს დაცულად არ გრძნობენ. მუს...
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა საქართველოს შინაგან საქმეთსა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში შსს-ს შენობაში იმართება. ლეილა მუსტაფაევა შეხვედრაზე ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად მივიდა. ის შეხვედრაზე ძველი თბილისის პოლიციის პირველი განყოფილებიდან ...
ნატოს წინაშე ღებული ვალდებულება არის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით, შემდგომ ცხადია, განხილვას უნდა დაექვემდებაროს,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს წერილი სამომავლო ქმედებებს შეეხებოდა. ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ბადაშვილთან ერთად, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმაც დატოვა. „ჯი-ეიჩ-ენი“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა...
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ლეილა მუსტაფაევა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაზე, რომ გამონაკლისის სახით მუხტარლის მეუღლეს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოთ, ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მას არ სურს აზერბაიჯანის მოქალაქეობ...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და ბაქოში დაპატიმრების საქმეზე. “აშშ შეშფოთებულია, 30 მაისს, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამო. ასევე, შეწუხებულები ვართ, 25 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის ...
კურიერის ინფორმაციით, მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირების მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის უწყებამ ბრიუსელს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ქართული ასეულის შემცირებას ოცეულის დონეზე უშუალოდ ლევან იზორიას მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოა...
საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვი...
აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მთავრობის პრესამსახურმა გაავრცელა. „ჩემთვის, როგორც მ...
მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. &...