შოტლანდიაში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. უბედური შემთხვევა ქალაქ ბალოჰთან ახლოს, სასტუმრო Cameron House-ში მოხდა. შენობიდან 200-ზე მეტი სტუმრის ევაკუაცია განხორციელდა. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ...
ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით ტერაბანკის კიდევ ერთი ფილიალი განახლდა. ტერაბანკის აღმაშენებლის ფილიალი ახალ მისამართზე, მოპირდაპირე მხარეს, აღმაშენებლის N148-ში გადავიდა. ტერაბანკის ახალი კონცეფცია მოიცავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მომხმარებლები თავს საკუთარ „ფინანსურ სახლში“ ი...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა "საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახე...
ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საკრედიტო კავშირების გარდა, არარეგისტრირებული საფინანსო შუამავლებიც ესწრებოდნენ, ისაუბრეს მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მომხმა...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“ და შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა. კო...
ფოთის მე-11 საჯარო სკოლის, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. მომხდარის შესახებ, მან თავადვე აცნობა სკოლის მანდატურს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. არასრულწლოვანი გოგონა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ა...
უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, სვეტლოდარკში, ქართულ ლეგიონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა ლეგიონის რვა წევრი, ზოგიერთმა მათგან კონტუზია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრესატაშე ბაჩო ქორშილავა ავრცელებს. სამხედროების დაჭრას ლეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელ...
სამხრეთ ოსეთის არაღიარებული ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 9 საარჩევნო უბანს გახსნის. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა დეფაქტო ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა განაცხადა. მისივე თქმით 9-დან 5 უბანი უშუალოდ ცხინვალში გაიხსნება. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფირცხალავას საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება მოწმე ირაკლი მამალაძეზე ზემოქმედების მოხდენის ფაქტზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ედავება. ფირცხალავას განცხადებით, მისი მიზანი ყოველთვის კანონის სადარაჯოზე დგომა იყო. "ირაკლი მამალაძე ა...
აზერბაიჯანის რელიგიური ლიდერები ოფიციალურ ხელფასებს მიიღებენ. მათ თებერვლიდან „მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდი“ დააფინანსებს. ხელფასის ოდენობას თავად სასულიერო პირები დაადგენენ.
18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5453 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.5405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0001 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9980 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.21...
ინდოეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, ტროპიკულმა ციკლონმა :ოკხიმ“ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში 88 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება.
2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ძალიან ცოტა ხალხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი ჟურნალისტების მიერ 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „პირველ რიგში, იქ იყო ძალიან ცოტა ხალ...
სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ,,ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომ...
ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის კანცლერი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, 31 წლის, სებასტიან კურცი გახდა. ახალი მთავრობის ფორმიერება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კურცის „სახალხო პარტიამ“ ულტრა-მემარჯვენეებთან კოალიცია შექმნა. ოქტომბერში გამართულ არჩევნებში კურცის პარტიამ ამომრჩეველ...