ჟურნალისტები თეთრი სახლის პრეს-მდივანს დაშვებულ შეცდომებს შეახსენებენ. გამოცემა ინდეპენდენტმა შონ სპაისერს 11 სამარცხვინო შეცდომა დაუთვალა. პირველი შეცდომა ტრამპის პრეს-მდივანმა მაშინ დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ ტრამპის ინაუგურაციას უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე ობამას ინაუგურაციის ცერემონიას. სპაისერმა შეცდომა დაუშვა მაში...
ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტი რუსეთს მომდევნო კონკურსიდან ვერ გარიცხავს. ამის შესახებ რუსეთის პირველი არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა. მათივე თქმით, კონკურსის წესდება პირველად ევროპის სამაუწყებლო კომპანიამ დაარღვია, რომელმაც 2017 წლის კონკურსში რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა ვერ უზრუნველყო. მანამდე...
ევროპამ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა. „რუსეთი დიდი ევროპული ერია. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიოდრებას. საფრანგეთს რუსეთთან სადავო არასდროს არაფერი ჰქონია. ამიტომ, მათთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა უნდა გ...
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 6 წლისაა. 2011 წლის 15 აპრილს, საავიაციო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის დარგებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განაგრძეს ფუნქციონირება და განვითარება. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დამოუკიდებელ...
ჩეჩნეთის ხელისუფლება „ნოვაია გაზეტასგან“ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის შესახებ ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა ჯამბულათ უმაროვმა განაცხადა. საუბარია გაზეთში გამოქვეყნებულ სკანდალურ პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში სექსუალური უმცირესობები სასტიკ დევნას განიცდიან. გავრცელებული ინფორმაციით,...
მოსულში კვლავ სროლის ხმა ისმის. ერაყის სახელისუფლო ძალები ისლამისტთა პოზიციებს ავიწროვებენ. არმიის შენაერთებმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი დაიკავეს. შეტაკებები ნურის მეჩეთთან მიმდინარეობს. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ბაღდადმა 19 თებერვალს დაიწყო.
ისლამური სახელმწიფო ირწმუნება, რომ ამერიკულ ავიაიერიშს ავღანეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია. საგანგებო განცხადება ისლამისტებმა ინტერნეტში გაავრცელეს. ე.წ. „ყველა ბომბის დედა,“ რომელიც პენტაგონის არსენალში ყველაზე დიდ არაბირთვულ ბომბად ითვლება, ამერიკელებმა ავღანეთში 2 დღის წინ ჩააგდეს. შედეგად ისლამისტთა გვირაბები განადგურდა. ...
იაპონია სამხრეთ კორეიდან თანამემამულეების გამოყვანის საკითხს განიხილავს. რადიკალური ზომები ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებას და ფხენიანისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, სამხრეთ კორეიდან 57 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება....
ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის დაბადების 105-ე წლისთავი აღნიშნეს. ფხენიანში სამხედრო აღლუმზე წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები გამოიყვანეს. გრანდიოზული აღლუმი ფხენიანში კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გამწვავების ფონზე გაიმართა. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა საზღვაო ესკადრამ გეზი კორეისკენ აიღო, ფხენიანი შეერთებულ შტატებს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 252-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. შინაგან საქ...
მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ 83 წლის ნუცა კუსრაძეს აღდგომა მიულოცა. მარტოხელა მოხუცს სოციალური მომსახურეობის სააგენტომ სტატუსი შეუწყვიტა. მოხუცი ვერც საკვების და ვერც მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს.
ანჯელინა ჯოლი ისევ თხოვდება. ამის შესახებ ყველა ცნობილი ჰოლივუდური გამოცემა წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი 40 წლის ბრიტანელ ბიზნესმენსა და ფილანტროპზეა შეყვარებული, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება. ანჯელინამ ბიზნესმენი ლონდონში საერთო მეგობრების წვეულებაზე გაიცნო. სხვა ვერსიით კი ისინი ერთმანეთს გ...
ვლადიმერ ჟირინოვსკისთვის 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა. სახელმწიფო დუმის დეპუტატის შემოსავალი 15-ჯერ გაიზარდა. ოფიციალური დეკლარაციით, რუსეთის მთავარმა ლიბერალმა გასულ წელს 79 მილიონი რუბლი იშოვა, რაც 1,4 მილიონი დოლარის ექვივალენტია. 2015 წელს მისი შემოსავალი 15-ჯერ ნაკლები იყო.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მის წინააღმდეგ აგორებულ სექსუალურ სკანდალს ჟურნალისტების მონაჭორს უწოდებს. ფეხბურთელი ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებს. სკანდალური ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა „ გაავრცელა. ანონიმი ავტორი წერ...
მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. მაქსიმინო როდრიგესი ქალაქ ლა-პასში სავაჭრო ცენტრთან მანქანაში ჩაცხრილეს. რეპორტიორი ადგილზე დაიღუპა. როდრიგესი გამოცემა კოლეკტივო ოერისუში კრიმინალური ბლოგის რედაქტორად მუშაობდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა....