ზუგდიდში, თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე, აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა. გუშინ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის კედლები დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე მოგვიანებით მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აფეთქების მიზეზები უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ...
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ,,თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია. მერიის ზედამ...
კანადაში წყალდიდობის შედეგად ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. კვებეკის პროვინციის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მონრეალშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა 2 ათასზე მეტი სახლი დატბორა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიის ზონა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა. სამაშვე...
რუსეთის პრემიერ-ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა უკვე გაირკვა. სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა გროზნოს ტერეკთან მინიმალური ანგარიშით წააგო და გაჩემპიონების შანსი საბოლოოდ დაკარგა. სატურნირო ცხრილში ზენიტი მე-3 ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე ცსკა-ა, მოსკოვის სპარტაკმა კი 63 ქულით ჩემპიონობა პრაქ...
საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი მილოცვებს იღებს. ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ უკვე მიულოცეს. არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, მაკრონს ხმა ამ...
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ემანუელ მაკრონის მხარდამჭერები მთელი ღამე ზეიმობდნენ. გამარჯვებულმა კანდიდატმა მათ სიტყვით ლუვრის მოედანზე მიმართა. მაკრონმა პირობა დადო, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროპის ერთიანობისთვის იბრძოლებს. „დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა საფრა...
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მას ხმა ამომრჩეველთა 66 პროცენტმა მისცა, მის კონკურენტს, მარინ ლე პენს კი მხარი 33,94 პროცენტმა დაუჭირა. საფრანგეთის შს მინისტრმა მაკრონი გამარჯვებულ კანდიდატად უკვე ცნო. 39 წლის მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი...
ფონიჭალა-რუსთავის გზაზე ავტოავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, ერთერთს ცეცხლი გაუჩნდა. შესაძლოა იყოს მსხვერპლიც. ადგილზე მობილიზებულია სახანძროსა და საპატრულო პოლიციის დანაყოფები.
სუფრის წევრებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოყვა, შემთხვევა გორის რაიონში, სოფელ ქვახვრელში მოხდა. ადგილობრივთა ცნობით, კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდაცვლილს დაზიანება თავზე აქვს მიღებული. შსს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დააკავეს ერთი პირი, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ...
"ჩვენი ამოცანა არ არის ჭარბი უპირატესობის მინიჭება გამარჯვებული პარტიისთვის",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩოხატაურში გაიმართა. „ჩვენი ამოცანა არ არის ჭარბი უპირატესობის ...
ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, ემანეულ მაკრონი გაიმარჯვებს. კერძოდ, ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანეულ მაკრონი 60%-ით ლიდერობს, ხოლო მარინ ლე პენს ხმების 40% ერგო. ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეგზიტ...
ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვის შედეგად დიდი ზარალი მიადგა სოფელ ქისტაურსა და ზემო ხოდაშენს. ზარალის დათვლა, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ვაშინგტონში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8-10 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი თეთრს სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენს, მაიკ პენსს შეხვდება. საქართველოს...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებისა და პარტნიორების ორგანიზებით რიყის პარკში გაიმართა. პარკში ევროპული ქვეყნების 18 სტენდია წარმოდგენილი. საელჩოს წარმომადგენლები მოსახლეობას ევროპული განათლებისა და სტუდენტური პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ა...
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პროექტ „მე და კონსტიტუციის“ ფინალური ეტაპი გაიმართა. აღნიშნული უკვე ორი წელია ხორციელდება და მაღალკლასელ მოსწავლეებში კონსტიტუციის შესახებ ცოდნის ამაღლებას ემსახურება. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დღეს ერთმანეთს 12 საჯარო სკოლა შეეჯიბრა. პირველ ად...