იაპონიის ქალაქ სიძუოკაში წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველები იპოვნეს, რომლებიც მსოფლიოში სიცოცხლისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მწერებად ითვლებიან. მკვლელი ჭიანჭველები ქალაქის პორტში ერთ-ერთ კონტეინერში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გაანადგურეს. საიდან მოხვდა კონტეინერში შხამიანი ჭიანჭველები, ჯერჯერობით უცნობია....
გაეროს გენერალური მდივანი წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს არსებობის მომხრეა. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა. „ყოველთვის ვოცნებობდი იერუსალიმის წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფო მენახა, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებდნენ,“-წერს გუტერეში....
კენიაში პლასტიკური პაკეტების დამზადება და მოხმარება აიკრძალა. კანონდამრღვევებს 38 ათასი დოლარით დააჯარიმებენ ან 4 წლით დააპატიმრებენ. კატეგორიულად იკრძალება პლასტიკური პაკეტების იმპორტიც. ხელისუფლებამ რადიკალური ზომები კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო. კენიაში დღეში 100 მილიონამდე პაკეტი...
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 11 პროვინციაში მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს. ლიკვიდირებულია 48 რადიკალი, 29 მძიმედ არის დაჭრილი, 4 კი სამართალდამცველებმა დააკავეს. სპეცოპერაციებში ავიაციაც იყო ჩართული.
ბაშკირეთში ავტომანქანა ააფეთქეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ უფას ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. მანქანაში მყოფმა მამაკაცმა სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ძლიერი აფეთქების ხმა ბაღდადის შიიტურ რაიონში გაისმა. მადინატ-ეს-სადრის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ცხოველთა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა. გრიფონის და ლაბრადორის ნაჯვარ ერთი წლის ძაღლს ნემო ჰქვია. მანამდე ის კორეზის დეპარტამენტის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ნემომდე ელისეს სასახლეში ფრანსუა ოლანდის ძაღლი ბინადრობდა.
გორის გვირაბთან რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. ისინი ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი.
ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 8 წლის ბავშვი დაშავდა. მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ბავშვს დაბეჟილობები აღენიშნება.
პანკისიდან სირიაში წასული ერთ-ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 30 წლის ლევან ტოხოსაშვილისა და მისი ოჯახის სირიაში დაღუპვის შესახებ ახლობლებს დღეს დილით შეატყობინეს. ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაცი...
ინდოელ გურუს, გურმეტ რამ რაჰიმ სინჰს, რომელიც ორი ქალის გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი, 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC იტყობინება. სასამართლო პროცესი ციხის შენობაში ცატარდა, სადაც სექტის ლიდერიიმყოფებოდა. მობილიზებული იყო პოლიცია და ჯარი. პარასკევს ცნობილი ...
ბავარიაში ხარების ტრადიციული რბოლა გაიმართა, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სოფელ ჰანშოიფენში ტარდება. მხედრებად კონკურსში თავად ფერმერები გამოდიან. წლევანდელ შეჯიბრში მონაწილეობა 16 ფერმერმა მიიღო, რომელთა შორის, ისტორიაში პირველად, ქალიც იყო.
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 ადამიანი, 25 კი დაკარგულად ითვლება. დასახლებული რაიონი დილის 11 საათზე დაიმეწყრა. მაშველებმა დამეწყრილი ზონიდან ათობით ადამიანი გამოიყვანეს.
გორის გვირაბთან ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ბრიგადა. ჯერჯერობით ხანძარი ლოკალიზებული არ არის. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე უცნობია დამწვარი ტერიტორიის ფართობი.
ცნობილი ფრანგი მსახიობი მირეი დარკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. გასული წლის შემოდგომაზე მან მესამე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მეტყველების უნარი დაკარგა. მირეი დარკი ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის ყოფილი ცოლი იყო. მათი ქორწინება 10 ...