„პიქსელის“ შენობაში დაჭრილ ქალს თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ქალბატონის მეუღლეს ჭრილობას უმუშავებენ და ცოტა ხანში გადაწყდება, შეიყვანენ თუ არა მას საოპერაციოდ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ “პიქსელის“ შე...
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31574 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველო...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2018 წელს 17 მაისის [ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის] აღნიშვნას აპირებს, ამის შესახებ კომიტეტის 2017-2018 წლების საზედამხედველო საქმიანობის კუთხით სამოქმედო გეგმის დოკუმენტში წერია. "ლიბერალის" მიერ მოპოვებულ...
6 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 66 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.150 პროცენტით, მაქსი...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 4,869,215.92 ლარი შეადგინა. მათგან აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,555,993.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, „ევროპულმა საქართვე...
იუტაში ხანძარს ებრძვიან. ორი დღის წინ ტყის მასივში გაჩენილმა ცეცხლმა 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაანადგურა. დამწვარია 5 საცხოვრებელი სახლი. ტყისპირა რაიონებიდან ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
ლიტვის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელი დონატას მოტეიუნასი თელ-ავივში გაძარცვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში ჟურნალისტი დევიდ პიკი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთელს სასტუმროს ნომრიდან ათასი დოლარი, საკრედიტო ბარათები და საათი მოპარეს. ინციდენტი 5 სექტემბერს, უკრაინა-ლიტვის მატ...
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და &bdquo...
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ვაშინგტონ პოსტს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება ალიევის თანაშემწემ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ალი ჰასანოვმა გააკეთა. მისი თქმით, „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო პოლიტიკა სიცრუესა და ფაქტების გაყალბებაზეა დაფუძნებული, ...
ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე დაზიანებული გზის საფარის მოხსნა და გატანა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. „სანზონაში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, დავიწყეთ ს...
გერმანიაში ცნობილი ბას-გიტარისტი ჰოლგერ შუკაი გარდაიცვალა. მუსიკოსის ცხედარი ქალაქ ვაილერსვისტის სტუდიაში გვიან ღამით იპოვნეს. რა გახდა მისი დაღუპვის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. შუკაი როკ-ჯგუფ Can-ის დამაარსებელი იყო. ჯგუფი მან 1977 წელს დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. მას 20-ზე მეტი სოლო-ალბომი აქვს ჩაწერილ...
"რესპუბლიკურმა პარტიამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა. პარტიის პირველი ნომერი ხათუნა სამნიძე იქნება. პირველი ნომრის შემდეგ მოდიან მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვლი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.ფოტო: იზი ბურნაძე
ყაზბეგში, მყინვარზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ “პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა.არსებული ინფორმაციით, მოგვიანებთ, ქმარმა თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. „ღვი...