პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება. შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან დადიანის ქუჩის კვეთამდე. შეზღუ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა. ნიკოლოზ დიასამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2006-...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც რეგიონების გუბერნატორებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამო...
დღეს, 30 მარტს 11:00 საათზე "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ”არეა ექსპო” 2018 გაიხსნება. გამოფენაზე „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ წაერმოდგენილი იქნება პროექტით „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“და ვიზიტორებს ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ტურისტულად ...
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დღეს, 30 მარტს, 15:00 საათზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება. დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. კონკრეტულად, თუ ვის გამოკითხვას გეგმავს დღეს სახელმწიფო ბრალდება, ეს ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკ...
შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, ბათუმის პორტში შემოვლენ თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი„ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება...
30 მარტისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.4263 ლარია, ევროს 2.9875 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.6070 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.4094 ლარია.
30 მარტს, 11:00 საათზე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის 10) კოალიცია თანასწორობისთვის წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 2016-2017 წლებში კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში და სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ დისკრიმინაციის საქმეებს ასახავს...
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 30 მარტს, 10:00 საათზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძის გამოკითხვა გაგრძელდ...
1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება იწყება და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „საქართველო თამბაქ...
გორში,ქალაქის ცენტრში მდებარე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს. არსებული ინფორმაციით, ლომბარდის თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერა შეძლო, თუმცა პოლიციელების ადგილზე მისვლამდე თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღ...
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს. მათი ინფორმაციით, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. როგორც საზოგადოებრივი იტყობინება, ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრო...
კომერციული თვითმფრინავის პილოტებმა არიზონას ცაზე რამდენიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) შენიშნეს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს ფედერალური ავიაციის დეპარტამენტი ავრცელებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი 24 თებერვალს დაფიქსირდა. ამო-ს დაფიქსირების შემდეგ, პილოტებმა ინფორმაციას გადასცეს რ...
ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარე, დავით ასათიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადება ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატისთვის პროკურატურის მხრიდან ბრალის წაყენებას ეხება. „დღეს, ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატს თბილისის პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი...
უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ორი ინსტანციის მიერ გამართლებული ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო. მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ბეჟანიძეს 9 თვე წინასწარ პატიმრობაში მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის საპატიმროში 6 წელს გაატარებს. მოსამართლეთა კოლეგიაში, რომელმაც აღნიშნული გა...