"სამყაროს აღსასრულის" თარიღმა "გადაიწია". უკვე გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შესაძლო აპოკალისის თარიღი წამების სიზუსტითაა ცნობილი. 2029 წლის 13 აპრილს, პარასკევს, გრინვიჩის დროით 4.36 წუთზე, 65 ათასი ატომური ბომბის ენერგიის ასტეროიდი Apophis დედამიწისკენ საათში 45 ათასი კილომეტრის სიჩქარით წამოვა.
ასტრონომების მტკიცებით, ეს მოვლენა ძალიან სახიფათო იქნება დედამიწისთვის, რადგან თუ ასტეროიდი მას დაეცემა, შეჯახებით გამოწვეული შედეგი იქნება ისეთი, თითქოს პლანეტას ათასობით ატომური ბომბი ესროლეს.
მედიის ნაწილი ამტკიცებს, რომ მეცნიერები ასტეროიდის სასიკვდილო გზის შეჩერებას ცდილობენ. მთავარი იდეა - ორბიტის შეცვლაა. განიხილება ისეთი ვარიანტებიც, როგორიცაა ასტეროიდზე კოსმოსური ხომალდით დატყმა, ან მისი მსხვილმასშტაბიანი ბირთვული აფეთქება. თუმცა მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი აზრსმოკლებულია.
"ამ ასტეროიდს ვერაფერი შეაჩერებს, იმიტომ, რომ ის დიდი ზომისაა. ასტეროიდი ძალიან საშიშია, რადგან დიდ ტერიტორიას დაფარავს, როგორც ტუგუნკაში", - აცხადებს ერთ-ერთი რუსი მეცნიერი.
თუ ასტეროიდი დედამიწას დაეცემა, როგორც ვარაუდობენ, ის ცენტრალურ ამერიკაში, რუსეთსა და ატლანტიკის რეგიონში ასობით ქალაქს გაანადგურებს. თუ Apophis ოკეანეში ჩავარდება, დიდი კატასტროფა მაინც მოსალოდნელია, რადგან ეს ცუნამისა და მიწისძვრებს გამოიწვევს. თუ ასტეროიდი დედამიწას არ დაეცემა, ის დედამიწასთან მოახლოებას მაინც განაგრძობს და რჩება იმის საშიშროება, რომ შემდეგ 150 წელიწადში მისი დედამიწასთან შეჯახება მოხდება.